Overclocking FAQყველა შეკითხვა რაც გაგიჩნდებათ რაზგონის შესახებ დასვით აქ..
გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და ვარაზგონოთ ერთად
რა არის Overclocking? რაზგონი არის ტაქტის გაზრდა, პროცესორის (CPU), ვიდეოს (GPU), მეხსიერების (RAM) და ა.შ.. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ უმჯობესდება თქვენი კომპის Performance, ზოგ შემთხვევებში Upgrade -ის მაგივრად რაზგონს მიმართავენ ხოლმე..
-------------------------------------------------------------------
რაზგონის დროს რა რისკი არსებობს? - დარაზგონებული ნაწილების "სიცოცხლის დრო" შემცირდება
- შეიძლება გაანადგუროთ CPU, Memory, ვიდეო და სხვა ნაწილები
- ტემპერატურა იზრდება
- არასწორი რაზგონის შემთხვევაში სისტემა შეიძლება არასტაბილური გახდეს
- შეიძლება OC მომხმარებელი გახდეთ

-------------------------------------------------------------------
რა არის FSB?ფსბ არის პროცესორსა და ჩიპსეტს , კერძოდ ჩრდილოეთის ხიდს (ნორსბრიჯს) შორის არსებული ინფოგამტარი ხიდის ფუძე-ტაქტური სიხშირე
-------------------------------------------------------------------
რა არის მამრავლი? (Multiplier)ეს არის რიცხვი, რომელიც მრავლდება FSB -ზე და ვიღებთ CPU ტაქტურ სიხშირეს..
-------------------------------------------------------------------
როგორ ხდება პროცესორის ტაქტის გენერირება FSB და მამრავლის დახმარებით?FSB X მამრავლი = პროცესორის სიხშირე..
მაგ. თუ გაქვთ 200 ფსბ და მამრავლი 10X მივიღებთ 2000Mhz -ს..
(200 x 10 = 2000)
თუ ფსბ-ს მოვუმატებთ და მამრავლს იგივეს დავტოვებთ შესაბამისად მომატებული ფსბ გამრავლდება მამრავლზე და მივიღებთ cpu ტაქტს..
კონკრეტული მაგალითი E6750 -ზე როგორც მე მაქვს გაკეთებული:
თუ FSB იყო 333 Mhz, ავწიეთ 450 Mhz- ზე, მამრავლი არის 8 X გამოდის 450 x 8 = 3600 Mhz, ძაბვა 1.5 ზე და მემორი Kingston HyperX 1066 @ 1080 Mhz 4-5-5-15..
ასევე შესაძლებელია მამრავლის დაწევაც.. მივცეთ მეტი ფსბ და დავაგდოთ მამრავლი..
კონკრეტული მაგალითი E4500 -ზე: გვაქვს 200 მჰზ იანი ფსბ და ავწევთ 300 -ზე.. დავაგდებთ 11 X -დან 10 X -ზე.. გამოვა 300 x 10 = 3000 Mhz.. ან სხვა კონფიგურაციები თქვენი ფანტაზიით

მაგრამ აუცილებლად სტაბილური რაზგონი უნდა გამოვიდეს..
-------------------------------------------------------------------
CPU Core Voltage (Vcore):ყველა პროცესორს თავისი სტანდარტი აქვს ნომინალზე, მაგრამ რაზოგონისას შეიძლება დაჭირდეს მომატება, განსაკუთრებით მაღალი რაზგონისთვის, მაგრამ ტემპერატურასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ძაბვის მომატებისას ტემპერატურა უფრო იმატებს და გაგრილებაც შესაბამისი უნდა გქონდეთ..
-------------------------------------------------------------------
RAM(Memory) Volage:ეს არის იგივე რაც vcore მაგრამ ოპერატიული მეხსიერებისათვის
რომ დაარაზგონოთ ასევე საჭიროა შესაბამისი მაზერი და კვება გქონდეთ
-------------------------------------------------------------------
უნდა გქონდეთ შესაბამისი ნაწილები რომ დაარაზგონოთ გაგრილების ჩათვლით
უნდა შეხვიდეთ ბიოსში და მოუმატოთ ფსბ-ს შესაბამისი ძაბვის და გაგრილების გათვალისწინებით.. ზოგადად ასეა და კონკრეტულ მაგალითს გააჩნია, ინდივიდუალურია..
ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ რამის სიხშირე და ძაბვას.. ზოგ შემთხვევაში რამის სიხშირე დამოკიდებულია ფსბ-ზე, რომ ვუმატებთ ფსბ-ს რამის სიხშირეც ემატება, უნდა დავაყენოთ სასურველ სიხშირემდე ამაში გვეხმარება რამის მამრავლი, რომელითაც შეგვიძლია დავაგდოთ სიხშირე და მეტი ფსბ მივცეთ იგივე სიხშირეზე..
ასევე გასათვალისწინებელია პროცს რომ არაზგონებთ ოპერებიც რაზგონდება
და კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ოპერებმა არ გაუშვან პროცი წინ
-------------------------------------------------------------------
"საერთოდ Overclocking-ის საკითხი დამწყებებში(მეც მათ შორის) ყოველთვის BIOS-ის ტერმინოლოგიის განმარტების პრობლემას უკავშირდება, გადავწყვიტე ამ კუთხით პატარა წვლილი შემოვიტანო" /morixei/ტერმინოლოგია, რომელიც მოგვაწოდა morixei -მ:AL Overclockingშესაძლებლობას ქმნის განისაზღვროს სისტემის პარამეტრების კონფიგურაცია რომელიც ეხება უშუალოდ აჩქარებას.
ქვეპუნქტები:
Manual -შეამება რეჟიმს, რომელშიც მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა დამოუკიდებლად მიუთითოს პარამეტრები, რომლებიც პასუხისმგებელია უშუალოდ აჩქარებაზე.
Auto-როდესაც სისტემა თვითონ განსაზღვრავს პარამეტრებს.
N.O.S.-არის ასუსის საფირმო ტექნოლოგია(ASUS N.O.S.) და შეესაბამება დინამიურ აჩქარებას, ანი სისტემა ჩქარდება იმისადა მიხედვით თუ რა მოთხოვნას უყენებს მომხმარებელი ოპერაციულ სისტემას(Windows).
Comand Rate ბრძანებების კოდირების დრო (1T) (2T) (3T)
სინოიმებია-CR, Comand Per Clock, CMD.
განსაზღვრავს დროს, რომელიც საჭიროა მეხსიერების კონტროლერისათვის რათა მოახდინოს ბრძანებების კოდირება და გადამისამართება, ანუ მარტივად - დრო ბრძანების მიცემასა და შესრულების დაწყებას შორის. ეს პარამეტრები მნიშვნელოვნად მოქმედებს სისტემის მეხსიერების წარმადობაზე - რაც ნაკლებია მით მეტია ოპერატიული მეხსიერების წარმადობა. მაგრამ მისი ეფექტურად გამოყენება, მიუხედავად იმისა რომ თუნდაც ხელმისაწვდომი იყოს(მაგ: ჩემთან მხოლოდ 2T-მდეა), მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მოდულების რაოდენობასა და არქიტექტურქზე.
CPU Enhanced Halt(C1E)განკუთვნილია პროცესორის ენერგო მოხმარების ეკონომიურად გამოყენებისათვის, ანუ როცა ჩართულია C1E, პროცესორი უმოქმედობის ან უმნიშვნელო დატვირთვის პერიოდში ავტომატურად აგდებს სიხშირეებს და ძაბვას, ასევე შეიძლება გათიშოს ზოგიერთი ბლოკებიც. ამ დროს თავისთავად მცირდებასითბური ენერგიის გამოყოფა და ენერგიის მოხმარება.
CPU Host Frequency(MHz) ანუ სალტის სიხშირე. სინონიმები-CPU FSB Clock, FSB Frequency,
External Clockნუ ყველასათვის საყვარელი პარამეტრი- რაც მეტი მით უკეთესი. მაგრამ უნდა კიდევ ერთხელ აღინიშნოს ის რაც ყველამ ვიცით: ამ სიხშირეების მატება მიკროსხემებისათვის იწვევს ენერგომოხმარების(დენის) ზრდას და შედეგად დიდი რაოდენობის სითბოს გამოყოფას, ასე რომ .... ღმერთმა არ მოგაკლოთ დიდი და კარგი ქულერები.
CPU PLL Voltage(Phase Locked Loop)განსაზღვრავს - სისტემის კვების ძაბვას, სიხშირეების ავტოკონფიგურირებისათვის( Phase Locked Loop-მგონი სწორედ ვთარგმნე) და საკმაოდ აქტუალურია სტაბილურობის ამაღლებისათვის ოთხბირთვიანი პროცესორების აჩქარებისას, დასაწყისისათვის საკმარისია მინიმალური მნიშვნელი, ან საერთოდ Auto-ზე დაყენება.
CPU Spread Speqtrumელექტრომაგნიტური ფონის დაწევის ფუნქცია. საჭიროა იმისათვის რომ დაწიოს ელექტრომაგნიტური გამოსხივების ფონი(EMI), რომელიც წარმოიქმნება სისტემური სალტის მაღალ სიხსირული პულსაციისას, რაზგონის რეჟიმში მუშაობისას სასურველია გამოირთოს(Disabled) სისტემის სტაბილურად მუშაობისათვის.
CPU TM Functionსინონიმებია- Thermal Monitor2, TM2.
პროცესორის დაცვის ფუნქცია გადახურებისაგან, კრიტიკული ტემპერეტურის დროს. მგონი ყველაფერი ნათელია.
P.S. რისკისა და შამპანიურის მოყვარულებმა შეგიძლიათ ეს ფუნქცია გამორთოთ(Disabled)
CPU VoltageAvto-როდესაც სისტემა ატომატურად განუსაზღვრავს პროცესორს ძაბვას. დანარჩენი მაჩვენებლები მისადა მიხედვით დგება თუ რა პროცესორი აყენია და რა დონეზეა აჩქარებული.
CPU Voltage Referenceპროცესორზე ძაბვის მიცემის რეჟიმი
Avto-ჩვეულებრივი მუშაობის რეჟიმში
0.63x 0.61x 0.59x 0.57x - მაღალი ნიშნული განაპირობებს რაზგონისას სტაბილურობას.
DRAM Frecuencyოპერატიულების სიხშირე. Avto 667MHz 800MHz 1066MHz 1333MHZ … შესაძლებლობას ხდის ხელით დავაყენოთ საჭირო სიხშირე ოპერატიული მეხსიერებისათვის. უმეტეს შემთხვევასი BIOS-ს ავტომატურად გამოაქვს სწორი სიხშირე.
DRAM Timing Controlოპერრატიული მოდულებისათვის ტაიმინგების(სხვა სინონიმი ვერ მოვუძებნე) განსაზღვრის საშუალება. რომლითაც შესაძლებელია ხელით(Manual) დაყენდეს მნიშვნელობები.
DRAM Voltageსაშუალებას გვაძლევს Overclocking-ის დროს თვითონ განვსაზღვროთ ოპერატიული მოდულებისათვის ძაბვა, რომლის გარეშეც წარმადობის ზრდა შეუძლებელია. ასევე რათა დავიცვათ მოდულები ზედმეტი ძაბვისაგან - შესაბამისად გადახურებისაგან.
North Bridge Voltageძაბვა ჩრდილოეთ ხიდზე(სახელის დარქმევაში მეტი ფანტაზია არ ეყოთ), იგივე ჩრდილოეთ ჩიპსეტი(ჩვენებურად).
თვისთავად განსაზღვრავს ამ ჩიპსეტზე კვების ძაბვას, ძაბვის აწევა ხშირ შემთხვევაში საჭიროა რაზგონის დროს იმისათვის რომ მაღალ სიხშირეებზე სტაბილურად იმუშაოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ასევე იწვევს ჩიპის ძლიერ გახურებას და დიდი რისკია საერთოდ მაზერის დაწვის. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვაყენებთ უბრალოდ Avto-ზე.
PCIE FrequencyPCI Express სალტის სიხშირის განსაზღვრა. რაზეც პირდაპირ დამოკიდებულია ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე სისტემასა და მოწყობილობას შორის, ნუ ჩვენს შემთხვევაში ვიდეოკარტასთან. ამ პარამეტრების ზრდა განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს CrossFire და SLI-ის შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დიდი ინფორმაციის გაცვლა ორი ან მეტი ვიდეო კარტებს შორის. მაგრამ რეკომენდირებული არ არის 120-125 MHz-ზე ზევით აწევა(ნომინალურია 100MHz), რადგან თავისუფლად შეიძლება მწყობრიდან გამოვიდას ამ სალტეზე არსებული მოწყობილობა
PCIE Spread Spectrum(Auto. Disabled)უზრუნველყოფს PCI Exspess სალტის ელექტრომაგნიტური გამოსხივების დაწევას, რომელიც წარმოიქმნება PCI-E სალტის მაღალ სიხშირული პულსაციის დროს. PCI Exspess-ზე არსებული მოწყობილობის აჩქარებისას სასურველია გამოირთოს, რადგანაც აქვეითებს სისტემის სტაბილურობას.
Performance Enhance(Standart, Turbo, Extrem)ამ პარამეტრით საერთოდ ხდება შეყოვნების მართვა(Performance Level), რომელზეც დამოკიდებულია ოპერატიული მეხსიერების წარმადობა და მთლიანობაში მთელი სისტემის. ამ პარამეტრების დაწევა( Turbo, Extrem) დადებითად მოქმედებს წარმადობის ზრდაზე, მაგრამ უარყოფითად სტაბილურობაზე.
Transaction Boosterმეხსიერების კონტროლერის აჩქარების ფუნქცია, კიდევ ერთი შესაძლებლობა მეხსიერების წარმადობაზე ზემოქმედებისათვის. რომელსაც შეუძლია ააჩქაროს ან შეანელოს ოპერატიულების მუშაობა. Disabled-ამ შემთხვევაში აქტიურდება - Relax Level რომელშიც შეიძლება განვუსაზღვროთ ოთხიდან ერთერთი მნიშვნელობა 0, 1, 2, 3(შეყოვნების დონეები). აქედან რაც მაღალი მნიშვნელი იქნება გამოტანილი მით მეტი იქნება შეყოვნების დრო. მიუხეავად ამისა ეს საჭიროა იმისათვის რომ მივიღოთ სტაბილურად აჩქარებული სისტემა. Enabled - ამ დროს გამოდის მეორე ფუნქცია - Boost Level, აქაც ასევე ოთხი პარამეტრია(0, 1, 2, 3), ოღონდ ამ შემთხვევაში ხდება პირიქით მაღალი მნიშვნელი ნიშნავს მეტ წარმადობას და შედარებით დაბალ სტაბილურობას.
დაწერილი Asus -ის მაზერის მიხედვით..
© morixei-------------------------------------------------------------------
საჭირო პროგრამები: (Software)1.
CPU-Z - პროცესორის და რამის შესახებ ინფო..
2.
OCCT - მარტივი პროგრამა რომლის მეშვეობითაც იგრუზება სისტემა 1 ან მეტი საათის განმავლობაში (სურვილისამებრ) და შედეგად ამოწმებს სისტემას სტაბილურობაზე.. (როგორც ტემპერატურის, ასევე ძაბვის თვალსაზრისით)
3.
Everest - უნივერსალური პროგრამა, რომელიც გამოიყენება ნაწილების, დეტალურად სისტემის ინფოს გასაგებად, სენსორები (აჩვენებს ტემპერატურებს) ასევე გასატესტად Benchmark -ები..
4.
Fritz Chess Benchmark - პროცესორის გასატესტი პროგრამა, რომელიც გამოგადგებათ რაზგონამდე და რაზგონის შემდეგ ქულების შესადარებლად..
5.
FutureMark -ის
3DMark05, 3DMark06, Vantage.. დეტალურად ტესტავს როგორც პროცესორს, ასევე ვიდეოს, ნაწილობრივ რამიც იღებს მონაწილეობას და საბოლოო ქულას გვაჩვენებს..
ეს პატარა სტატია ჩემგან.. გისურვებთ წარმატებებს და რეკორდების მოხსნას!!
This post has been edited by MANAXH on 27 Jul 2008, 21:22