#52588959 · 24 Apr 2018, 14:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შინაგანი კონფლიქტის შედეგია, გადაუწყვეტელი იდეა, როესაც დასრულდება შინაგანი კონფლიქტი და დარწმუნდები ან საკუთარ თავს დაარწმუნებ ამ იდეის მართებულებაში, დაისახავ მკვეთრად დასახულ მიზანს, მერე გამოჩნდება ენერგია ძალა და საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად თუ განსახორციელებლად. მაგრამ თუკი არსებობს ეჭვი, ყოყმანი მიზანი რჩება მიუღწეველი, დროში იწელება, რაც მეტია კონცენტრაცია დასახული მიზნისაკენ და თავდაჯერებულება, მით უფრო კარგია შედეგი.
რაც შეეხება დამხმარე პირის ჩარევას, მაგალითად მარჩიელი, არ გირჩევ პირადი გამოცდილებიდან, რადგან შესაძლოა არასწორ გზას დაადგე გაგიხსნას ბლოკი და გააკეთო არაფრისმომცემი და სანანებელი რამ, ყველა ვარიანტში თავად უნდა გადაწყვიყო მოქმედება და აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ბედზე, სჯობს თავად მართო გარემოებები ვიდრე გარემოებებმა გმართონ
რაც შეეხება დამაბრკოლებელ გარემოებებს არსებობს რა თქმა უნდა და მათი გადალახვას თავისთავად საჭიროა, სხვაგვარად სული წვრთნას ვერ მიიღებს, დაეცემი ადგები გააგძელებ და ა.შ.
|