პოსტზე.
2018 წლის 16 აპრილი, 12:42
1. რაც გაბადია, ყველაფერი ფულად აქციე და მთლიანად დახარჯე ცნობადობის მოსაპოვებლად!
2. გაურიგდი ოლიგარქს - შესთავაზე საკუთარი ცნობადობა და ხელიბიჭობა!
3. ხალხს დაპირდი ყველაფერ იმას, რაზეც ის ოცნებობს; თუნდაც ყველაზე მდაბალ რამეებზე!
4. ხელისუფლებაში შეღწევისთანავე გამოძებნე შენნაირი ნაბიჭვრები და დაუმოყვრდი!
5. ყოველთვის ეცადე კარიერულად წინ წაიწიო, თუნდაც ამას მილიონების სიცოცხლე ეწირებოდეს!
6. საკუთარი მარცხი მიჩქმალე, ხოლო წარმატება გააბუქე! მისი არქონის შემთხვევაში კი ის გამოიგონე!
7. მზად იყავი გაწირო ყველა, როცა ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი მოგეცემა!
ეს ის წესებია, რომელთა საშუალებითაც გაიუს იულიუს კეისარი გახდა იმპერატორი და დღემდე ყველა გვირგვინოსანი, თუ არაგვირგვინოსანი, მას განადიდებს...
მაგრამ კეისარმა დაიკიდა უმთავრესი:
8. იზრუნე საკუთარ უსაფრთხოებაზე!
ჩვენი თანამედროვე ნაბიჭვრები, განსხვავებით კეისარისაგან, არასოდეს ივიწყებენ მერვე წესს - ანუ, უფრო ყოჩაღები გამოდიან!
-----------------------
ეს პოსტი FB-დანაა
არ შეცვლილა ადამიანი