გიორგი (გოგა) ონიანმა ბრალი სრულად აღიარა – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი ონიანის ადვოკატმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
დღეს, 13 აპრილს თბილისის საპელაციო სასამართლოში ონიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე იმსჯელეს.
დაცვის და ბრალდების მხარე შეთანხმდა საპროცესო პირობებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც გიორგი ონიანი სრულად აღიარებს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდს.
ამირან გულუაშვილის განცხადებით, სასამართლოსიერ განსაზღვრული სასჯელის ოდენობა არ შეიცვლება, თუმცა საპროცესო პირობების თანახმად, იცვლება მოხდის წესი – 4 წლისა და 6 თვის ნაცვლად, ონიანი 2 წელს მოიხდის საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი და 6 თვე განრსაზღვრება პირობითი მსჯავრი.
ადვოკატის თქმით, ურთიერთშეთანხმების თანახმად, მის მიმართ მოხდა შეღავათის გამოყენება, თუმცა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვერ მოხერხდა ბრალდების მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენა:
“ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ დაცვის მხარემ ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებითერთ-ერთი მუხლის სასჯელის პროპორციულობასთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა – რამდენად სწორად იყო ის ჩამოყალიბებული. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი დანატებით შესასწავლია. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე, გიორგი ონიანმა უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება. მოსამართლის წინაშე აღიარა წარდგენილი ბრალდება და დაეთანხმა იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რაც წარმოსგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენში,” – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
ადვოკატის თქმით, გიორგი ონიანმა დაადასტურა, რომ 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ნიშნით დევნიდა დავით შათირიშვილისა და ლევან მდინარაძეს. მისი ინფორმაციით, საბოლოო პროცესი სააპელაციო სასამართლოში სამშაბათს გაიმართება.
2017 წლის ნოემბერში სასამართლომ გიორგი ონიანი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქალაქო სასამართლოს განაჩენით ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
დაწვრილებით აქ:
http://netgazeti.ge/news/267600/მაგრამ საპროცესო შეთანხმების არსი ან მე არ მესმის ან სრულიად გრუზიას...
ეს არაა წვრილი დანაშაული მოსამართლემ პირობითი მოგცეს თუ აღიარებ და მოინანიებ.
თუ იტანამშრომლა გამოძიებასთან ეს ტანამშრომლობა რაში გამოიხატა?
ყოველ შემტხვევაში "შე ზონდერო" მიმართვა ამ არსებისადმი შეურაცხყოფა/ცილისწამებად აღარ ჩაითვლება
This post has been edited by შაქროII on 13 Apr 2018, 17:22