არ მგონია სწორი, ყურადღების გადატანა ამ ფორმით იმ ძალიან მძიმე და პრობლემური საქმიდან და მკვლელობიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
„არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი გიორგი აბაშიშვილი, როცა ამ განცხადებას აკეთებდა, მაგრამ ზოგადად, არ მგონია სწორი, ყურადღების გადატანა ამ ფორმით იმ ძალიან მძიმე და პრობლემური საქმიდან და მკვლელობიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით. „სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
აღნიშნული კომენტარით გიორგი აბაშიშვილი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც შეწყალების საკითხს უკავშირდებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვას უპასუხა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...sin-mokhda.html*************************
აბაშიშვილმა სწორი განცხადება გააკეთა. ჩუგოშვილი ერთ ერთი უბინძურესი პოლიტიკანია.