#52554401 · 18 Apr 2018, 15:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2013 წლის აგვისტოში სააკაშვილმა ყველა პირობითი მსჯავრდებულისა და ნასამართლეობის მქონე პირის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. მიმართვების საფუძველზე 2013 წლის 2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილმა, 18 000-მდე მოქალაქის შეწყალების თაობაზე განკარგულება გამოსცა. 2013 წლის 25 ოქტომბერს, ნასამართლეობა და პირობითი მსჯავრი, კიდევ 5 000-მდე ადამიანს მოეხსნა. 2013 წლის 29 ოქტომბერს კი მიხეილ სააკაშვილმა 230 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ სამი კანონი მიიღო.
პირველი კანონი ამნისტიის შესახებ საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 12 იანვარს მიიღო. ამნისტია შეეხო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნაკლებად მძიმე დანაშულებს, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული რიგი დანაშაულებისა. ამნისტიის შედეგად, 13 იანვარს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული მსჯავრდებულის სტატუსით საპატიმროები ჯამში 175-მა პატიმარმა დატოვა.
უკანასკნელი კანონი (N 1863) ამნისტიის შესახებ, პარლამენტმა 2013 წლის 25 დეკემბერს მიიღო. აღნიშნული კანონით, ამნისტია გავრცელდა პირებზე, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით, 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ეს დანაშაულები ითვალისწინებს ყალბი დოკუმენტის დამზადებას, შეძენას, გასაღებას ან გამოყენების მიზნით შენახვას, ასევე ოფიციალური დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, გადამალვას, განადგურებას და დაზიანებას. შესაბამისად, 2013 წლის 25 დეკემბრის ამნისტია ძალადობრივ დანაშაულებს არ შეხებია.
საყოველთაო ამნისტიის შედეგად 60 პროცენტი პატიმრებისა განთავისუფლდა.
პრეზიდენტების შეწყალების სტატისტიკა
ბოლო 15 წელში, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალება 38 618 მსჯავრდებულს შეეხო, აქედან 34 947 ბრალდებული მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, გიორგი მარგველაშვილის მიერ კი შეწყალებულთა რიცხვი 3 671-ია.
პრეზიდენტ მარგველაშვილს შეწყალებული ჰყავს 3671 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი; 3438 შეწყალებულია შეწყალების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე - აქედან, 2384 პრეზიდენტმა სრულად შეიწყალა და მათ დატოვეს საპატიმრო. 1054 კი შეუმცირდა მოსახდელად დარჩენილი სასჯელი.
233 პირი პრეზიდენტ მარგველაშვილმა პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა.
მიხეილ სააკაშვილმა სულ 34 947 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი შეიწყალა.
3077 პირის შეწყალებისას დაეყრდნო კომისიის რეკომენდაციებს.
8950 პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა, 22 920 პირი კი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოხდისგან, მათ მოეხსნათ ნასამართლეობა.
პ.ს.კითხვა მაქვს,პარლამენტარებთან და ყოფილ თუ მოქმედ პრეზიდენტებთან,თქვენ ყველას ერთად შიგ ხომ არა გაქვთ? ვინღა დარჩა ციხეში? რატომღა გიკვირთ კრიმინალმა თავზე რომ გადაიმასიქნა?
|