-ეს არაა რეალობა, ყვირის სასოწარკვეთილი. სასოწარკვეთილება ხომ ყველაფერს გათქმევინებს. ეს ხომ ასეა.
ბგერების ცნობიერებაში შემოცურებისთანავე გამკრა ფიქრმა: "

" - არ დამიჯერებია. ვინ დაუჯერებდა? მე ხომ ვგრძნობდი ამას. მე ხომ ვიცოდი ეს, რომ ვსუნთქავდი, რომ ვაზროვნებდი, მე ხომ ჩემი ტკბილ-მწარე წარსულიც მახსოვდა, ჯანდაბა ბოლო ბოლო ეს ხომ მე ვიყავი..
მაშინვე ვინჩესტერი, ქაუნთერში როა ბ-2-2 აი ეგ, სახეში ავაფშვნიტე.. და საპირწონემ სამყარომ შემოაფშვნიტა ჩემში დანაშაულის გრძნობა. მეწყინა თუმცა, "ეს თავდაცვა იყო"- მამხნევებს რომელიღაცა "მე".
შემდეგ მე გავიღვიძე. მივხვდი რომ ის მართალი იყო. რომ მე მეძინა.
ერთი კვირის შემდეგ გზაში უცნობი მხვდება (არა არ მხვდება მაგრამ ხომ შეიძლება შემხვდეს და ანუ შემხვდა) ამბობს:" -ეს არაა რეალობა", და ამ ჩურჩულში მთელს არსებას აქსოვს... არ დამიჯერებია, ვინ დაუჯერებდა!?