რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ანექსირებული ყირიმის მეთაურები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სააგენტო "რესის" ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა და სერგეი აქსიონოვმა იალტაში მოაწერეს ხელი „განზრახვათა ოქმს,“ რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერების და ჰუმანიტარულ სფეროებში.
ბიბილოვი უკვე რამდენიმე დღეა იალტაშია, სადაც „საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვი იალტაში შეხვდა სირიის ეკონიმიკის მინისტრს, სამერ ალ-ხალილს, სირიელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა ტერორიზის და დასავლეთის სახელმწიფოების აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ცხინვალში მიიწვია სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი.
პრეზიდენტ ბაშარ ასადს სოლიდარობას, მოსკოვისა და ცხინვალის მსგავსად, სოხუმშიც უცხადებენ.
https://imedinews.ge/ge/msoflio/58004/anato...valshi-miitsvia