“შეიძლება ვიღაცის თავში ტრიალებს პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების სურვილი, მაგრამ ეს აბსოლუტურად არარეალისტურია ჩემთვის“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე “2020NEWS”-თან საუბარში ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებას.
როგორც მაღრაძემ განაცხადა, კობახიძე დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს.
“ირაკლი ძალიან კარგი პიროვნებაა, განათლებული ადამიანია და სუფთა წარსული აქვს. მან ძალიან კარგი საქმეეები გააკეთა. ასე რომ, ვიღაცას შეიძლება რაღაცა უნდოდეს, მაგრამ ეს აბსოლუტური შეუსაბამობაა რეალობასთან“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
მედია საუბრობს, რომ ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი აქტიურად განიხილება უმრავლეობაში. “2020NEWS” ინფორმაციით კი, უმრავლესობა საბოლოო ვერდიქტს ბიძინა ივანიშვილისგან ელოდება.
http://2020news.ge/2018/04/11/%e1%83%92%e1...3%a1-%e1%83%97/ * * *
აქვე შეგახსენებთ ამის სხვა კომენტარს: "მიუხედავად ასაკისა მე ძალიან შრომისუნარიანი ვარ და ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებ და რომელიც გინდა 40 წლის ასაკის ადამიანი მომეჯიბროს რამეში და ახლა პარლამენტის წევრის ასაკი კიბეებზე სარბენად და კროსში მონაწილეობისთვის არ არის. პარლამენტის წევრობა არის ინტელექტუალური და პოლიტიკური მუშაობა,“-განაცხადა გუგული მაღრაძემ.