მეც დამაინტერესა და ეს ვნახე:
https://eenergy.media/news/30180 * * *
akkai მე მაქვს მზის ელექტრო პანელები. 8კვტ დადგმული სიმძლავრე. ამას ჭირდება დაახლოებით 50კვმ ფართობი, სამხრეთით დახრილი მინიმუმ 12 გრადუსით. სახლი არის 300კვმ საცხოვრებელი. ვიხდიდი თვეში დაახლოებით 150-200 ლარს. ჩართულია სისტემაში,მაქვს ნეტო აღრიცხბა ანუ მიყენია რევერსულო მრიცხველი (ნეტო-აღრიცხვა არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინების ორმხრივი (რევერსული) აღრიცხვა, როდესაც გამანაწილებელ ელექტროქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ელექტროქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულება აღირიცხება ელექტროენერგიაზე ანგარიშის წაყენებისას.) რაც პანელები დავაყენე გადასახადი არ მომსვლია. მე დამიჯდა 1კვთ 600დოლარი ბრტყელი გადახურვა მაქვს და კონსტრუქციამ წაიღო თანხა, თუ სახურავი სამხრეთითაა დახრილი კონსტრუქცია არ ჭირდება. ეხლა როგორც ვიცი უფრო იაფია სადღაც კილოვატი 450დოლარი კონსტრუქციის გარეშე.
* * *
ხოლო რაც შეეხება გათბობას ეგ დაივიწყე. ცხელი წყალი კიდევ შეიძლება, თუ ბასეინი გაქვს ზედმეტ ენერგიას ბასეინს მოახმარ, თუ არადა ეგაც ხათაბალაა. მოკლედ ფინანსურად იმდენი ჯდება, სადაც გაზია არ ღირს. თუ ბასეინი გაქვს კიდე შეიძლება.