მოკლედ ამ ბოლო ხანებში დავფიქრდი ამ საკითხზე .
სულ მალე ყარსის ხელშეკრულებას გასდის ვადა , რას უქადის ეს საქართველოს ?
ყარსის ხელშეკრულების შესახებ :
" სამშვიდობო ხელშეკრულება თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების საბჭოთა მთავრობებს შორის. ხელი მოეწერა ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო რატიფიცირებულ იქნა 1922 წლის 11 სექტემბერს ერევანში. შეთანხმებით საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა მხოლოდ ქალაქი ბათუმი და აჭარა, თურქეთმა მიიღო ართვინის ოკურგი და არტაანის ოკრუგი. სომხეთის სსრ-ს თურქეთმა დაუბრუნა ქალაქი გიუმრი და დაიტოვა ყარსი.
ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის დადებულ შეთანხმებას ტერიტორიების განაწილების თაობაზე. ყარსის ხელშეკრულებაში ამიერკავკასიის სახელმწიფოების მონაწილეობის მიუხედავად ის არ გამოხატავდა ამ სახელმწიფოების ნებას, რადგან თავად ეს ქვეყნები იყო ოკუპირებული საბჭოთა რუსეთის მიერ. საქართველომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1992 წელს აღიარა ყარსის ხელშეკრულება. "
1992 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აღიარა საქართველომ , რატომ მოხდა ეს ? არ შეეძლო საქართველოს ოკუპირებული მდგომარეობის გამო , იმ პირობებში როცა გადაწყვეტილებებს ლეგიტიმური მტავრობა არ იღებდა თურქეთისთვის გადაცემული ტერიტორიების დაბრუნება მოეთხოვა ?
კითხვა 1) ახლა როცა გავა ხელშეკრულების ვადა , რისი გაკეთება შეუძლია თურქეთს?
როგორც ვიცით ბათუმის და მთლიანად აჭარის რეგიონის მასიური "გათურქება" ხდება , რაც გამოიხატება , ისლამის ხელშეწყობაში , თურქული ბიზნესის მნიშვნელოვანი განვითარებით .
კითხვა 2) შეუძლია თუ არა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას მოითხოვოს მემორანდუმის ჩატარება , რომელიც აჭარის თურქეთის ტერიტორიასთან მიერთებას განიხილავს? (ერდოღანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ გაახმაურა მსგავსი რაღაც)
საქართველოს კონსტიტუციაში , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კანონში წერია , რომ "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული" , მაგრამ მას აქვს თუნდაც სამეგრელოს რეგიონზე მეტი პრივილეგია (თუნდაც საკუთარი მთავრობის და კონსტიტუციის ქონით)
კითხვა 3) რატომ მოხდა აჭარისთვის მსგავსი სტატუსის მინიჭება ისტორიულად ? (ყარსის ხელშეკრულებაში იყო როგორც ვიცი ჩადებული ის , რომ აჭარა ავტონომიური ერთეული უდნა ყოფილიყო)
კითხვა 4) შეუძლია თუ არა საქართველოს სამომავლო საფრთხის არსებობის შემთხვევაში , აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გაუუქმოს სტატუსი და ჩვეულებრივ ტერიტორიულ ერთეულად მოხდეს მისი ჩათვლა საქართველოს სუვერენულ და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ?
ესეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კანონი :
http://sca.ge/geo/static/117/acharis-avton...tusis-shesakhebპ.ს არ მაქვს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით , შეიძლება იყო უკვე დისკუსია , შეიძლება არანაირი საფრთხის შეცველი არ არის , მაგრამ იქნებ გამარკვიოთ კომპეტენტურმა ხალხმა .