ეხლა მივხვდი რომ ეს პოსტი ამ კაცმა მხოლოდ პოპულიზმის და ქულების მისათვისებლად დაწერა. ან ვერ ანსხვავებს ერთმანეთთან ადამიანის შემთხვევაში აბორტს და ცხოველის შემთხვევაში სტერილიზაცია/კასტრაციის მნიშვნელობას. სამწუხაროდ არ ვიცით თვითონ კობა დავითაშვილი რას აკეთებს უსახლკარო კატებისთვის ახლა ან რა აქვს საერთოდ გაკეთებული. როცა ცხოველს უკეთებ სტერილიზაციას, დაავადებების გაჩენის საფრთხე არის მინიმუმამდე დაყვანილი, თუნდაც კიბოს შემთხვევაში, ასევე წინასწარ იცი რომ არ გადაყვება მშობიარობას, არ ცდილობს სახლიდან გარეთ გაქცევას, არ არის აგრესიული. კატებში ეგრეთ წოდებულ ატეხვას არ მოაქვს მათთვის არანაირი სიამოვნება, მხოლოდ ინსტინქტებით მოქმედებენ და ამის გამო ხშირად ერთმანეთს ასახიჩრებენ. ყველა ქუჩის ცხოველი არის განწირული ადრეული სიკვდილისთვის, ალბათ კობა დავითაშვილს ურჩევნია დაიბადოს უამრავი კნუტი და წამებით დაიღუპოს, ვიდრე საერთოდ არ დაიბადოს. კვირაში რამდენჯერმე ვკვებავ ქუჩის კატებს, ვხედავ უამრავ დაზიანებულ არსებას, ზოგს ვირუსი აქვს, ზოგს თვალი არ აქვს, ზოგი შიმშილით იხოცება, უნდა ნახოთ როგორი სისწრაფით ჭამენ, ზოგს ცივა და იყინება, მათაც ჭირდებათ თბილი სახლი, პატრონი, საკვები, წყალი, მზრუნველობა, მკურნალობა და ასე შემდეგ. უნდა ვთქვა რომ ან ამ ადამიანს არ ესმის კონკრეტული ოპერაციის მნიშვნელობა, ან არის ერთუჯრედიანი! იმაზე არაფერს ვამბობ რომ ვინც მის აზრს არ ვეთანხმებით ნაცობას გვაბრალებს
ან აქ ღმერთი საერთოდ რა კავშირშია ვერ მივხვდი რატომ ახსენა?!
იმის მაგივრად რომ დავიცვათ ქუჩის უმწეო არსებები, მაგალითად თავშესაფრები ავაშენოთ, უფასო სახელმწიფო კლინიკა გავუკეთოთ, დავდგათ სპეციალური მოწყობილობები, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება იმის საშუალება, რომ საკვები იყიდოს და მოათავსოს შიგნით, ამის მაგივრად ოპერაციის წინააღმდეგია. ეს არის იდიოტიზმი და მეტი არაფერი!
კიდევ უამრავი ფოტო და ვიდეო მაქვს, მაგრამ აქ არ მინდა დადება


This post has been edited by skaipi12345 on 30 Sep 2019, 15:01
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)