როგორი ტრადიციული რიტუალები იყო და რომელი სადღეგრძელოები ისმებოდა ძველ ქართულ საქორწინო სუფრებზე, ჩვენ ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. თუმცა ალბათ საინტერესოა, რა სადღეგრელეობს სვამენ დღევანდელ საქორწინო სუფრებზე... გელა ქოქიაშვილის წიგნში "სუფრავ გაშლილო - ლხინი ხარ" მივაგენით ავტორის მიერ წარმოდგენილ საქორწილო სადღეგრძელოთა თანამიმდევრობას. ამ მცირე კვლევიდან ჩანს, რომ სრულ საქორწილო ქართულ თანამედროვე სუფრაზე სულ 28 სადღეგრძელო უნდა დაილიოს.
თანამედროვე საქორწილო სადღეგრძელოთა თანამიმდევრობა ასეთია:
1. სუფრის დალოცვა. დღის მადლის კურთხევა-დღეგრძელობა.
2. მეფე-დედოფლის სადღეგრძელო.
3. ქართულ სინამდვილეში იმ დღეს ყველა ქორწილისა თუ ნიშნობისადმი სოლიდარობის გამოხატვა-დალოცვა.
4. იმ დღეს ქართულ ოჯახებში ახლად დაბადებულთა (ძე თუ ასული) ამ ქვეყანაზე მოსვლის, მათი მომავალი ღირსეული ცხოვრების და ბედნიერების დალოცვა-სადღეგრძელო.
5. შეუღლების ოფიციალაურ დამადასტურებელთა, მეჯვარეების (ხელისმომკიდეების) დღეგრძელობა.
6. მეფე-დედოფლის მშობლების დღეგრძელობა.
7. თუ მეფეს ან დედოფალს მშობელი გარდაცვლილი ყავს, მათი ცალ-ცალკე დღეგრძელობა.
8. მეფე-დედოფლის დედმამიშვილების დღეგრძელობა.
9. მეფე-პატარძლის პაპა-ბებიების დღეგრძელობა.
10. მეფე-დედოფლის წინაპრების თამადობით, მაგიდის ყველა წევრის წინაპრების ხსენება-დღეგრძელობა.
11. მეფე-პატარძლის საახლობლოდან წასული პიროვნებების თამადობით, სუფრის ყველა წევრიდან წასულების სულის მოხსენიება.
12. მარადიული მცნების - სიცოცხლის დღეგრძელობა - ("სიცოცხლეს მაინც ვერ ჯობნის სიკვდილი შემაზრიალი" _ ვაჟა).
13. სიყვარულის და სიყვარულში გამხელილთა სადღეგრძელო მეფე-პატარძლის სიყვარულის თამადობით.
14. ქართული მიწის და ამ მიწაზე მშვიდობის დღეგრძელობა.
15. ქართველი კაცისა და მისი ნიჭიერების აღიარების სადღეგრძელო (დიდი წინაპრების გახსენება-დღეგრძელობა).
16. ქვეყნის ისტორიული დედაქალაქის თბილისის და ყველა კოლორიტი თბილისელის გახსენება - დღეგრძელობა.
17. ერის სულიერი მამის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია_მონასტრების და რწმენის სადღეგრძელო.
18. თუ ქორწილია ჯერ დედოფლის და თუ ნიშნობაა, პირიქით მეფის ახლო ნათესავ-მოყვრების დღეგრძელობა.
19. ანალოგიურად მაყრების სადღეგრძელო.
20. სუფრაზე მჯდომი მანდილოსნების თამადობით, ყველა მანდილოსნის (ქალის) სადღეგრძელო.
21. მეგობრობის მცნების და მეფე-პატარძლის მეგობრების თამადობით ყველა მაგიდის წევრთა მეგობრების დღეგრძელობა.
22. მეფე-დედოფლის და მათი მშობლების თანამშრომელთა სადღეგრძელო.
23. მეზობლების სადღეგრძელო.
24. მომსახურე პერსონალის სადღეგრძელო.
25. მუსიკოს-შემსრულებლებისა და მომღერალთა სადღეგრძელო.
26. მოადგილეების დღეგრძელობა.
27. მეფე-პატარძლის თამადობით ყველა მაგიდის წევრის ხვალინდელი დღის დალოცვა-დღეგრძელობა.
28. თამადის მოადგილის ან ოჯახის უფროსის მიერ თამადის დღეგრძელობა.
სხვათა შორის, ქორწილში ან სხვა სალხინო სუფრაზე სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთთან გამომშვიდობების დროს უკანასკნელ სადღეგრძელოს ე.წ. "სახლის (კარის) ანგელოზებისას" სვამდა. ამ სადღეგრძელოს წარმოთქმა აღმოსავლეთ საქართველოს ბევრ კუთხეში დღესაც იციან.
https://allwine.ge/ka/blog/28-sadregrzelo-r...ze-ismeba_1602/მე-9 მომეწონა, ქართულად წერია - პაპა
არა პოლიტიკური მარა საზოგადოებას ეხება
მგონი))
აჰა ესეც
ძველად საქართველოში სუფრასთან იარაღით ჯდომა მიუღებლად ითვლებოდა. როგორც ცნობილია, ეს წესი XX საუკუნის დასაწყისამდე მოქმედებდა. თამადა, ვიდრე ნადიმის მსვლელობას მისცემდა, იქ მჯდომ ყველა მამაკაცს შეახსენებდა "იარაღი შეიხსენითო" და ამის მაგალითს პირველი თვითონ იძლეოდა. ყველა ვალდებული იყო, ეს მითითება შეესრულებინა და სანადიმო სუფრასთან უიარაღოდ მჯდარიყო.
ნადიმის დასრულებამდე სტუმრების იარაღს ოჯახის უფროსი მამაკაცი საიმედოდ ინახავდა. ვინმე სუფრასთან თუ იარაღით ჯდომას მოინდომებდა, მას შეახსენებდნენ, რომ სტუმარ-მასპინძლობის წესს არღვევდა და ისიც იძულებული იყო ან საერთო წესს დამორჩილებოდა, ან სუფრა მიეტოვებინა. როგორც ჩანს, აღნიშნული ჩვეულება ჩვენი ხალხის სტუმარ-მასპინძლობის უძველესი ტრადიციებიდან უნდა მომდინარეობდეს, რომელიც სუფრის მშვიდად დასრულდებას უზრუნველყოფდა.
ძველად სუფრაზე გვიან შემოსწრებულ ადამიანს ღვინოს კი არ აძალებდნენ, პირიქით - სრულ თავისუფლებას ანიჭებდნენ. ახლა კი ჩვენში წესადაა სუფრასთან დაგვიანებულის (შემოსწრებულის) სადღეგრძელოს დალევა. თამადა და სუფრის წევრები ახლად შემოსულის სადღეგრძელოს სვამენ. სტუმარიც ვალდებულია შემოთავაზებული სასმელი მიიღოს და სადღეგრძელო შესვას – "თავი დაიჯარიმოს". იგი მხოლოდ ამის შემდეგ უერთდება დამხდურთა წრეს და სუფრის სრულუფლებიანი წევრი ხდება.
სალხინო სუფრიდან ქართული საგუნდო თუ ინდივიდუალური სიმღერებისა და ცეკვების უგულებელყოფამ თავისთავად ხელი შეუწყო "თრობას", რადგან როგორც ცნობილია ძველად დიდი დრო გრძელ სუფრულ სიმღერებს და ქართულ ცეკვებს ეკავა. ღვინის გრადუსი, სიმღერისა და ცეკვის ხანგრძლივობაზე იყო გათვლილი. სამწუხაროდ, ზოგჯერ დღევანდელი ლხინისა და სამგლოვიარო სუფრის თამადა ერთიმეორისაგან არაფრით განსხვავდება. ასეთ პიროვნებას შეუძლია მხოლოდ ბევრი დალიოს და სხვასაც დააძალოს, რაც შეიძლება ითქვას, რომ ქართული ტრადიციული წეს-ჩვეულებების უგულებელყოფას ნიშნავს.
ღვინის სმას სუფრასთან პატარ-პატარა ჭიქებით იწყებდნენ. ამ პატარა ჭიქებს დღესაც ღვინის ჭიქებს ეძახიან. ორგანიზმი უნდა შეგუებოდა ალკოჰოლს. განსხვავებული სასმისით (ხარის რქისა თუ ჯიხვის რქის ყანწი - საქართველოს მთიანეთსა და ბარში, "მარანი" და "კულა" - სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და ზეგანის რაიონები) მხოლოდ ცალკეულ, განსხვავებულ სადღეგრძელოებს სვამდნენ. ღვინის სასმისის პირამდე შევსება ულამაზოა (ღვინის და საკუთარი თავის შეურაცხყოფაა). ოქროს წესად მიჩნეულია დიდ სასმისში ჩაისხას მოცულობის მეოთხედი, უფრო პატარა სასმისში - მესამედი რაოდენობა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ წარსულში სპირტიან სასმელს სვამდა ის, ვისაც შეეძლო და იტანდა. სასმელის მიღება ნებაყოფლობითი იყო და არა ძალდატანებითი.
ქართული სუფლის მკვლევარის, გელა ქოქიაშვილის აზრით, ზემოთ აღნიშნულმა ტრადიციამ, ზოგიერთ შემთხვევაში, დღეს ყოვლად გაუმართლებელი და მახინჯი სახე მიიღო. ასე, მაგალითად, ერთი სადღეგრძელოს რამდენიმე ჭიქით, სხვადასხვა ზომის ჭურჭლით (ბოთლი, გრაფინი, თასი და სხვა) შესმა, რაც შემდგომ სმის შესაძლებლობის და საკუთარი თავის უკონტროლობის გამო სუფრა გაუმართლებელ შეჯიბრში იზრდება, კარგავს მისთვის დამახასიათებელ სახეს და ღრეობაში გადადის. ყველანაირად მიღებულია ე.წ კახური (კარდენახული) წესით სასმისის შევსება-შესმა, რაც ბახუსის მოყვარულებს ზედმეტი სასმელის მიღების საშუალებას არ მისცემს.
შეგარგოთ, არ დათვრებით და არ დახოცავთ ერთმანეთს))
სათაურში ასო შემშლია
This post has been edited by shaqro telavski on 24 Apr 2018, 15:03