მე ეს შევამჩნიე და გუშინ მეგობართან მქონდა საუბარი მაგ თემაზე. მეგობარიც დამეთანხმა. სიტუაციები მოვიყვანეთ და ეგრეა რა...
რაც უფრო თავაზიანად მიმართავ თხოვნით, მით უფრო გიკიდებენ ფეხებზე...
კარაოკე ბარში ვიყავი. მივედი გოგოსთან, რომელიც სიმღერებს უშვებდა. (წესით კარაოკეში რიგია სიმღერებზე, მაგრამ იქ რატომღაც არეულობა იყო.) მივედი გოგოსთან და ძალიან თავაზიანად ვუთხარი. ეს სიმღერა გაუშვი როდესაც შეძლებ მეთქი. კარგიო მიპასუხა. დავამუღამე რომ მასტები მიდიან, რაღაც სიმღერებს თავისით ბეჭდავენ კომპში და ჩემი სიმღერა საერთოდ ფეხებზე კიდია. თან შეგრადუსებული ვიყავი უკვე. ნერვები მომეშალა. მივედი იმ მომენტში როდესაც ვიღაც ტიპი რაღაცას ბეჭდავდა. მხარზე დავადე ხელი და მეთქი, ბრატ, ახლა ჩემს სიმღერას გავუშვებ და მერე გაუშვი შენი სიმღერა თქო. არ ვარ ასეთი მასტი, მაგრამ ნერვებზე მოვიშალე და თან მთვრალი ვიყავი.

ამ ტიპმა არაა პრობლემაო. არც დამიბეჭდავს არაფერი. გოგოს ვუთხარი, ჩემი სიმღერა გაუშვი მეთქი..
ეგრევე გაუშვეს ჩემი სიმღერა...
მერე ძმაკაცმა მომიყვა სიტუაცია. სადღაც შესვლას ვაპირებდით. თავაზიანად მივმართე და არ შეგვიშვესო. მერე სხვა ტიპი მივიდა და ეგრევე შეგვიშვესო. გამიტყდა ცოტათიო..
თავაზიანი ტიპის ფეხებზე დაკიდება მარტივია ალბათ. ფიქრობს ეს მაინც თავაზიანია, არაფერს არ იზამს მაინც და ფეხებზე დავიკიდებო...
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.