#52598528 · 25 Apr 2018, 23:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | რისი თქმა მინდა მაქ 850 ვატიანი სისონიკის კვება ხოდა რო დავასტაბილურო ძაბვა რა გავაკეთო? |
კონკრეტურად დაწერე რაზეა საუბარი..... კომპიუტერის ATX კვების ბლოკს გულისხმობ თუ სხვა რამე კვების ბლოკზეა საუბარი..
თუ კომპიუტერის ATX კვების ბლოკს გულისხმობ რომელიც დგას კეისში.... ეხლა კონკრეტურად ეგ კვება არ ვიცი, თუ დაწერ ზუსტ მოდელს ან გადაუღებს სურათს მონაცემებზე და დადებ სურათს უფრო უკეთესად მივხვდები რა კვებაზეა საუბარი.... ნორმალური კვების ბლოკების სამუშაო რეჟიმი არის 110....260 ვოლტამდე, უნივერსალური ATX კვების ბლოკებს ეძახიან ამეებს, უბრალო სტანდარტული კვების სამუშაო რეჟიმი კი არის 180....240 ვოლტი. ეს უნივერსალური კვებები რომლებიც გათვლილია ნებისმიერ ქვეყნის სამომხმარებლო ქსელისთვის, გადართვა გადმორთვა არ ჭირდება მას... უნივერსალურია....მუშაობს 110 ვოლტიან ქსელშიც და 220 ვოლტიან ქსელშიც ისე რომ რამის გადართვა არ ჭირდება. თუ მსგავსი ფუნქცია აქვს მაგ კვებას მაშინ სულ არ ჭირდება სტაბილიზატორი... რა სტაბილიზატორიც არ უნდა დააყენო სტანდარტული სტაბილიზატორს მაინც არ აქვს ამხელა შუალედში ძაბვის სტაბილიზირების შუალედი, ზედმეტი გამოვა მისი დაყენება მაინც... ასეთ მსგავს კვებებს უკეთესი სამუშაო პარამეტრები აქვს.... ასე რომ ქსელში არამგონია გინდა სვარკის დროს ასე დაბალზე დაეცეს ძაბვის ამპლიტუდა....220 ვოლტიან ქსელში დაეცეს 110 ვოლტზე დაბლა.. თუ ვთქვათ უფრო დაბალზეც ვარდება სვარკის დროს და ჩამოდის 110 ვოლტზეც ქვემოთ.... მაშინ მაგას ვერანაირი თუნდაც უკეთესი მონაცემების სტაბილიზატორი რომ დაუყენო ვერ უშველის, იმიტომ რომ არ არსებობს სტაბილიზაცია მოახდინოს 50% ამპლიტუდის... სტანდარტულებს აქვს 10...30 %-ამდე მაქსიმუმ. ამ შემთხვევაში პრობლემა სხვა რამეშია..... ან სუსტი კვეთის კაბელია შენს სოფელში და არ არის დიდ სიმძლავრეზე გათვლილი ან გადამბულებია ცუდად შემომავალი კაბელები სოფელში და დატვირთვის დროს ვარდნები აქვს ძაბვას....მხოლოდ ეს ორი ვარიანტია...მესამე არ არსებობს მიზეზი. ან ერთი იქნება პრობლემა ან მეორე. ჩემთან სოფელში ჩემს შემომავალ კუთხეში 15-ამდე ოჯახი ცხოვრობს.... სამმა სვარკა რომ იხმაროს... ვარვარების ნათურას ოდნავ ემჩნევა ციმციმი.... იმიტომ რომ ვარდნა 20 ვოლტზე მეტი არ აქვს... 200 ვოლტზე ქვემოთაც კი არ ჩამოდის.... და ეხლა ერთი სვარკის ჩართვა საერთოდ არ ეტყობა ხაზს.....იმიტომ რომ ახალი ხაზებია, კვეთი არ არი მოჟოშკილი როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე და არც გადამბულებია სადმე.
დაწერილი ბევრი გამომივიდა მაგრამ შევეცადე ამომწურავად დამეზერა მიზეზები..... პასუხები ესაა სხვა მიზეზი არ არსებობს..
This post has been edited by procesora on 25 Apr 2018, 23:40
|