პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრს და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს პარტიის გაძლიერებისთვის საჭირო დრო ნაკლებად აქვთ.
სწორედ "ქართული ოცნების" გაძლიერების მიზეზით ხსნის კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში და არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ახლანდელმა ლიდერებმა პარტიის კონსოლიდაცია ვერ შეძლეს.
"არავითარ შემთხვევაში ასე არ არის. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ პარტიის გაძლიერებაზე. ამას სჭირდება შესაბამისი დროც. ამისთვის საჭირო დრო, ბუნებრივია, სამწუხაროდ, ნაკლებად აქვთ პრემიერ-მინისტრს და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაბამისად, ჰქონდა კონკრეტული მიზეზები ამ გადაწყვეტილებებს, თუმცა ყველაფერს უნდა შევხედოთ პოზიტიურად, ნუ მისცემთ ნეგატიურ მიმართულებას. ჩვენი ამოცანა არის პარტიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, რაც მნიშვნელოვანია ზოგადად პარტიული სისტემის განვითარებისთვის საქართველოში",- განაცხადა კობახიძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...ith-khsnis.htmlირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე
This post has been edited by satoshi on 26 Apr 2018, 21:12