რესპუბლიკური საავადმყოფოს ოფთალმოლოგის, ბაჩანა შენგელიას მიერ გამოქვეყნებული ფოტო, კლინიკის ხელმძღანელისთვის ყოვლად მიუღებელია და ექიმის ქცევას ამაზრზენად აფასებს.
უფრო მეტიც, როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მისთვის ბაჩანა შენგელიას ქცევა მიუღებელია, როგორც მამაკაცისთვის, როგორც მოქალაქისთვის და არანაირ ადამიანურ ნორმაში არ ჯდება.
ამასთან, ავთანდილ იმედაძე კატეგორიულად ემიჯნება თანამშრომელთა პირად ცხოვრებაში ჩარევას.
საქმე ეხება ექიმ ბაჩანა შენგელიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სექსის შემდეგ გადაიღო. ცნობისათვის, ფოტოზე აღბეჭდილია ბაჩანა შენგელია პარტნიორთან ერთად, ეს უკანასკნელი კი ფერადკანიანია. ფოტო საწოლშია გადაღებული.
ექიმმა აღნიშნული ფოტო გუშინ საღამოს გამოაქვეყნა, რასაც ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან, უარყოფითი რეაქცია და კომენტარები მოჰყვა.
უფრო მეტიც, აღნიშნული კომენტარებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს იმიჯიც შეილახა.
როგორც „კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, თავად მისი ექიმის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და სტატუსი არ უნახავს. თუმცა, როდესაც ეს ინფორმაცია სხვებისგან შეიტყო, აღშფოთდა და გაოცება ვერ დამალა.
http://kvira.ge/394197
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)