“მე მივესალმები მის დაბრუნებას, თავიდანვე ჩემი აზრიც იმას ითვალისწინებდა, რომ გუნდის ერთიანობა შენარჩუნებულიყო. რადგან დღეს შედგა შეხვედრა და ივანიშვილისგან მიღბულ იქნა თანხმობა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მშვენიერი გადაწყვეტილება. წაადგება ერთობასაც, განვითარებასაც, მოსახლეობაც მე ვფიქრობ, მას ძალიან დადებითად შეხვდება, იმიტომ რომ ივანიშვილის პერსონა ძალიან სიანტერესოა”,-განაცხადა ,,2020NEWS”,-თან საუბარში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ.
ივანიშვილმა 2015 წელს განაცხადა, რომ მხოლოდ ,,მეორედ მოსვლის“ შემთხვევაში დაბრუნდებოდა პოლიტიკაში. არის თუ არა მისი დაბრუნება „მეორედ მოსვლა“ დეპუტატი გვპასუხობს: ,, მე ეს განცხადება არ მომისმენია სიმართლე გითხრათ, ბიძინა ივანიშვილი ხო დაბრუნდა, თვითონ გასცემს პასუხს ყველა შეკითხვას. კიდევ ერთხელ მივესალმები მის დაბრუნებას, მე ეს არ ვიცოდი, ტელევიზიის საშუალებით გავიგე”,-აცხადებს ჭიჭინაძე.
როგორც ცნობილია, დღეიდან, ოფიციალურად, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.
http://2020news.ge/2018/04/26/%e1%83%93%e1...83%95%e1%83%98/******************
ხო გადით გარეთ და გაესაუბრეთ ხალხს დაცვის გარეშე და დადებითად შეხვდებათ თუ წიხლისქვეშ დაგდებითად მაგასაც ნახავთ