ქოცების სიმღერა ბ-ნ ბიძინის!
(ოო,პატივცემულო გრიგოლ,დიდო პოეტო,მაპატიე მკრეხელობა.)
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,
გინდა მკლავდე, არას გეტყვი — შენი ვარ.
სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,
გინდ ვერ მნახო, იცოდე რომ იქა ვარ,
რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ!
ჩემთვის ჩუმად ვამბობ: ”რა ლამაზი ხარ!”
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!
ათი გზა მაქვს, ათივე შენკენ მოდის!
ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!
მინდა რამ ვჰსთქვა — შენი სახელი მოდის!
ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის?
ერთხელ მაინც მკითხე: “აგრე რათა ხარ?”
გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,
თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!