ხე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს აჩუქა, თეთრი სახლის ეზოდან გაუჩინარდა.
Reuters-ის ფოტოგრაფმა, იური გრიპასმა ის ადგილი დააფიქსირა ფოტოზე, სადაც პრეზიდენტებმა მუხის ნერგი დარგეს. The Guardian-ის ცნობით, იქ სადაც ნერგი იყო, ახლა გაზონზე მხოლოდ ყვითელი ლაქაა.
ემანუელ მაკრონი ხუთი დღის წინ სახელმწიფო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებოდა. მაშინ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე თავისი საჩუქრის შინაარსზე დაწერა:
"100 წლის წინ ამერიკელი ჯარისკაცები იბრძოდნენ საფრანგეთში, ჩვენი თავისუფლების დასაცავად. ეს მუხის ხე თეთრ სახლში, ჩვენი კავშირების შემახსენებელი იქნება".
https://on.ge/story/21782-%E1%83%AE%E1%83%9...%83%93%E1%83%90
იქაცა
ბიბო <3
This post has been edited by SPLIYVI on 29 Apr 2018, 20:22