როგორ გაიყიდა 2-მილიონიანი ნაკვეთი ჩალის ფასად
30 აპრილი / 2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მოსახლეობა მუნიციპალიტეტს უჩივის - სამართლებრივი დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2016 წელს ზღვისპირა ნაწილის 2 ჰექტარი, პრივატიზაციის შემდგომ, არც მეტი, არც ნაკლები, 9.100 ლარად გაიყიდა.
დეტალებზე "კვირის პალიტრას" ადვოკატი კახა ჩავლეშვილი ესაუბრა:
- სოფელ შრომის ტერიტორიულ ერთეულში ურეკის ტერიტორიის ნახევარიც არის მოქცეული, ლაპარაკია ზღვისპირეთის ნაწილზე. სწორედ ამ ნაწილში სოფელ შრომის სკოლაა და იქვე არსებულ მიწის ნაკვეთებს სკოლა იყენებდა, მათ შორის, საცდელ მეურნეობად, სტადიონად და ა.შ. ეს არის საჯარო სივრცე, რომელიც წლების განმავლობაში დაურეგისტრირებელი იყო და ვერც
ერთმა ხელისუფლებამ მისი პრივატიზება ვერ გაბედა. სამაგიეროდ, ეს მოხერხდა 2016 წელს - 2 ჰექტარი ნაკვეთი მუნიციპალიტეტმა გაატარა რეგისტრაციაში და აუქციონზე 19 950 კვმ გაიტანა გასაყიდად, 1 კვმ - 50 თეთრად. გაუგებარია, შეფასების ექსპერტმა როგორ დაიანგარიშა ურეკის ზღვისპირა ნაწილში 1 კვმ მიწა 50 თეთრად, როდესაც ჩვენ მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა 1 კვმ 1109 ლარად შეაფასეს, მთლიანობაში კი მიწის ღირებულება შეადგენს 2 მილიონ ლარზე მეტს.
- აუქციონზე 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაახლოებით 9000 ლარად გაიყიდა?
- დიახ, 9100 ლარად შეიძინა ლაშა მგელაძემ, სოფელ შემოქმედის მკვიდრმა და გურიის ამჟამინდელი გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის უახლოესმა მეგობარმა. მეტიც, მოსახლეობა ამბობს, რომ მგელაძე ფორმალურად არის მყიდველი და მიწა გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ იყიდა. ლოგიკურადაც რომ ვიმსჯელოთ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ ნაკვეთს ყოველგვარი პროცედურების გარეშე შეიძენდით?
https://bpn.ge/finansebi/44879-rogor-gaiyid...html?lang=ka-GEპ.ს. მეტი რა გინდათ გაგიკეთონ მთავრობამ. გამზადებული ჩაგიდონ პირში? 1 კვმ - 50 თეთრად შეიძინეთ ზღვის პირას და ჩადგით საოჯახო სასტუმრო