მოგესალმებით მეგობრებო.
აქ დავწერ ორიოდ სიტყვას ტოიოტას ამ მოდელის შესახებ (წინა წამყავ თვლებიანის).საქართველოში უკვე საკმაოდ მომრავლდა და კითხვებიც ჩნდება ხოლმე ტოიოტა იპსუმ-ის შესახებ. /სურათები აღებულია გუგლიდან, ტექ მონაცემები www,myauto.ge-დან/.
ძარის ტიპი მინივენი
კარების რაოდენობა 4
ადგილების რაოდენობა 7
სიგრძე 4650 მმ.
სიგანე 1760 მმ.
სიმაღლე 1680 მმ.
ბორბლების ბაზა 2825 მმ.
წინა ბორბლებს შორის დაშორება 1505 მმ.
უკანა ბორბლებს შორის დაშორება 1500 მმ.
კლირენსი 155 მმ.
ძრავის მდებარეობა წინ, განივად
ძრავის მოცულობა 2364 სმ3
სიმძლავრე 160 ც.ძ.
სიმძლავრე ნაჩვენებია შემდეგი ბრუნვების დროს 5600
მაბრუნებელი მომენტი 221/4000 ნ*მ
საწვავის მიწოდების სისტემა განაწილებული შეფრქვევა
ტურბოდაბერვა -
გაზის გამანაწილებელი მექანიზმი DOHC
ცილინდრების განლაგება ერთ რიგად
ცილინდრების რაოდენობა 4
ცილინდრის დიამეტრი 88.5 მმ.
დგუშის სვლა 96 მმ.
შეკუმშვის ზომა 9.6
თითო ცილინდრზე სარქველების რაოდენობა 4
საწვავი 95
ტრანსმისია
მთავარი წყვილის გადამცემი შეფარდება 2.923
წამყვანი თვლები წინა
გადაცემათა რაოდენობა (მექანიკა) 0
გადაცემათა რაოდენობა (ავტომატიკა) 4
შასი
უკანა შასის ტიპი ხრახნისებრი ზამბარა
წინა შასის ტიპი განივი ბერკეტი
მუხრუჭი
წინა მუხრუჭის ტიპი დისკიანი, ვენტილირებადი
უკანა მუხრუჭის ტიპი დისკიანი
ABS აქვს
საჭე
საჭის გამაძლიერებელი ჰიდროგამაძლიერებელი
საჭის მართვის ტიპი კბილა ლარტყა
მობრუნების დიამეტრი 5.5 მ.
საექსპლუატაციო მაჩველებლები
მაქსიმალური გავლის მანძილი კმ.
სრული დატენვა საათი
საწვავის ავზის მოცულიბა 60 ლ.
საწვავის ხარჯი ქალაქში (100კმ-ზე) 8.33 ლ.
ავტომობილის მასა 1580 კგ.
ბორბლების ზომა 205/65 R15
საწვავის ხარჯი შერეული (100კმ-ზე) ლ.
დასაშვები მასა 1965 კგ.
ძირითადად დავწერ ჩემს პირად აზრს ამ მანქანაზე 1 წლიანი პრაქტიკიდან გამომმდინარე.
ახლა რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ ოფიციალურ მონაცემებს:
მანქანა როგორც ხედავთ საკმაოდ გაბარიტულია და როგორც ტოიოტას ჩვევია აქვს ძალიან დიდი მობრუნების კუთხე (ე.წ. "რაზვაროტი") რაც ქალაქში საკმაოდ არაკომფორტულია.
ძრავი აქვს საკმაოდ ძლიერი (VVT-i გაზგანაწილების სისტემით, რომელმაც ძალიან გაამართლა და უკვე ტრადიციულია ტოიოტას მანქანებში), 2.4 ლ მოცულობისდა 160 ც.ძალის, ისე, რომ გაზის ბალონით, 5 დიდი და 2 ბავშვით და ბოლომდე გავსებული საბარგულით დღეს მშვენივრად ამოვიარე რიკოთის უღელტეხილი
წვა აქ უწერიათ ქალაქში 8.33ლ რაც მე მგონი ტრასისთვისაც კი იდეალური იქნებოდა. ჩემი პირადი გამოცდილებით ტრასა 9.5-10ლ (100-110 კმ/სთ სიარულით) ქალაქი 13-14ლ (საშუალო საცობების პირობებში)
1999 დან 2005 წლამდე გამოდიოდა CM2 ვერსია. 2005 წლიდან გამოდის მცირედ გარე და სალონის დიზაინშეცვლილი ვერსია.
კერძოდ გარე დიზაინში შეცვლილია: წინა ფრთები, ბამპერი,ფარები, სტოპები და ნისლსაწინააღმდეგო მაშუქები, რადიატორის ცხაური.კაპოტი, სალონში გაუმჯობესებულია ზოგიერთი დეტალის მოპირკეთება და კიდევ გაუქმებულია წინა ფარების დახრის კუთხის ხელოვნურად მარეგულირებელი. ნაცვლად მაგისა თვითონ ფარებში არის ავტომატური გირო სენსორი და მანქნაის დატვირთვის შესაბამისად ავტომატურად ცვლის განათების კუთხეს.
გამოდის 3 ვერსია (მე რაც ვიცი) I-ვერსია, U-ვერსია, S-ვერსია. ამათგან ყველაზე მეტი ოპციური დატვირთვითაა ბოლო მათგანი (სურათებზე მოცემული მაგალითი, მაკაგონი-ტყავის საჭით და ე.წ. "სპორტული" სპოილერებით)
ახლა გეტყვით ჩემი პრაქტიკული გამოცდილებითან გამომდინარე რა დადებითი და რა უარყოფითი აქვს ტოიოტა იპსუმის ამ მოდელს. (მე მაქვს U-ვერსია )
პლიუსები:
- ვიზუალურად ძალიან ეფექტურია;
- სალონი და საბარგული კარგად ტრანსფორმირებადი და ტევადია;
- ე.წ. "ნავაროტკები" თავის კლასში ერთერთი საუკეთესო აქვს;
- ძლიერი და გამძლე ძრავი და სავალი ნაწილი;
- გაზზე მუშაობას /მე 4 თაობა/ კარგად იტანს;
- კარგი მანევრი ტრასაზე;
მინუსები:
- ცუდი მოხვევის კუთხე (ე.წ. "რაზვაროტი");
- სახურავზე საბარგულის დაყენების სირთულე;
- დაბალი დაკიდება;
- ელექტრო ამორტიზატორები, რომლებიც ძალიან მალე, დაახლოებით 50 ათას კმ-ზე, გამოდის წყობიდან რაც ტოიოტას არ ეკადრება;
- ე.წ. "რულევოის" "ვტულკების" ძალიან მალე გამოსვლა წყობიდან, დაახლოებით 30-35 ათას კმ-ზე, რომლის აღდგენა ძალიან პრობლემატურია, რაც
ტოიოტას არ ეკადრება ასევე.
- ეს პრინციპში მინუსებში არ გადის, მაგრამ საქართველოს პირობებში გასათვალისწინებელია: 2005 წლამდე მოდელების ფრთები, წინა და უკანა ფარები და კაპოტი 2 ან 2.5 ჯერ იაფია , ვიდრე 2005 და შემდგომი წლის მოდელების.
პ.ს. თუ ვინმეს გაქვთ ეს მოდელი, გთხოვთ დაწეროთ თქვენი მოსაზრებები...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოდერ ვერ მივაგენი სად გამეხსნა და თუ არასწორად გავხსენი გთხოვ გადაამისამართე
მიმაგრებული სურათი
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე