დიდ ბრიტანეთში მოღვაწე იურიდიული კომპანია JS Solicitor სულ ახლახან აღმოვაჩინეთ. მიზეზი, რამაც თქვენთან მათ შესახებ საუბარი გადაგვაწყვეტინა, არაერთია. JS Solicitor იურიდიულ სფეროში 21-ე საუკუნის პირველივე წლებიდან გამოჩნდა და მას შემდეგ კლიენტებს კვალიფიციურ მომსახურებას უწევს, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ის გახლავთ, რომ კომპანიის ერთ-ერთი იურისტი ქართველია. რუსლან უღრელიძე JS Solicitor-ს 2016 წელს შეურთდა და მუშაობა ადამიანის უფლებების, ემიგრაციის და კომერციული საკითხების კუთხით დაიწყო. კომპანიის ერთადერთი ქართველი თანამშრომლისა და მის მიერ განვლილი გზის შესახებ ბევრი საინტერესო რამის მოყოლა შეიძლება, თუმცა ამაზე სხვა დროს გიამბობთ. მანამდე კი გეტყვით, რომ რამდენიმე თვის წინ, ის JS Solicitors-ის იურიდიული ოფისის ერთ-ერთ პარტნიორი გახდა.
დღესდღეობით, კომპანიის იურიდიული მომსახურება მთელი ბრიტანეთის მასშტაბით ვრცელდება. მეტიც, ის წარმატებით იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელთა საშუალებით, JS Solicitor-ის თანამშრომლები დისტანციურად აძლევენ რჩევებს ადამიანებს თბილისში საემიგრაციო საკითხების მიმართულებით და ასევე, წარმოადგენენ კომპანიას მსოფლიოს სხვა ქალაქებში, მაგალითად, ნიუ-იორკში, დავების მოგვარების კუთხით. აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანიაში მომუშავე ბევრი ადვოკატი საკმაოდ ადრეული პერიოდიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. ზოგიერთმა მათგანმა მოღვაწეობა 1985 წლიდან დაიწყო. კომერციული დავების გადაწყვეტის კუთხით, ისინი უდავოდ საუკეთესონი არიან და კომპანიის ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენენ.
JS Solicitors-ის 3 ფილიალიდან 2 ლონდონში მდებარეობს. კომპანიას, სხვადასხვა ქვეყანაში დავების საწარმოებლად, რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი – იურიდიული ბიურო – წარმოადგენს. ასე რომ, JS Solicitors ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან თუ სხვა ქვეყნებიდან გამორჩეულ პროფესიონალებს აერთიანებს. სწორედ ეს გუნდი მუშაობს შრომითი უფლებების დაცვის, კომერციული დავების თუ საემიგრაციო სფეროს მიმართულებით, რაშიც, შეიძლება ითქვას, რომ JS Solicitors-ის ადვოკატები, ფაქტობირვად, უკონკურენტონი არიან.
http://kvira.ge/394864