#54112283 · 23 Jan 2019, 21:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | რას იტყვით ამ მანქანებზე? როგორია? 2.4 mivec ის მატორზე, ვარიატორი.
სერვისი რამდენად ხშირად ჭირდება? რამდენად ხშირად უგუჭდება ნაწილები.. მე ვაპირებ ვიყიდო ამერიკიდან 85000 მილი აქვს გავლილი... |
2.4 mivec ძრავი საიმედოა, მაგრამ ვარიატორთან კომბინაციაში ვერ არის გამძლე კონსტრუქცია, როგორც ამბობენ, სუსტია ჯატკოს ვარიატორები ამ ძრავისთვის. მე პირადად ვარიატორით 50 000 მილზე მეტი გარბენით არ ავიღებდი. მეორე მხრივ, 2.4 ძრავი ვერ ერევა თავის კლასში შედარებით დიდ მანქანას, განსაკუთრებით თუ რამდენიმე მგზავრით და ბარგით მოძრაობ. 3.0 ძრავით აქებენ, სწრაფიც არის და 6-იანი ავტომატიც უფრო საიმედო უყენიაო, თუმცა ეს ძრავი პატარასთან შედარებით სერვისში უფრო ძვირი იქნება.
ხისტი, უხეში დაკიდება აქვს და ცუდ გზებზე არაკომფორტულია. იდეაში მოსპორტულო SUV - ის გაკეთება უნდოდათ და საბოლოოდ არც იქით არის, არც აქეთ, თუმცა მართვა, განსაკუთრებით საჭის მექანიზმი, შედარებით კარგი აქვს. სხვა მინუსებიდან - სალონი ძალიან უბრალო და მაგარი პლასტმასით აწყობილი, ცუდი ხმაურის იზოლაცია, უკანა ზამბარები ქარხნიდანვე აქვს სუსტი და უკანა მხარე მალევე ჯდება რეკომენდებულზე დაბლა, ხარისხით ჩამორჩება ტოიოტა/ჰონდას და კაროზიისადმი მედეგობაც ვერ უნდა ჰქონდეს გამორჩეული.
სხვა მხრივ კარგი მანქანებია, საკმაოდ ბევრი დადის და ნაწილებიც არ უნდა იყოს ძვირი. ჩემი აზრით 3.0 -ის ყიდვა სჯობს, ოღონდ კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. თუ მაინდამაინც ეკონომიაა პრიორიტეტი, ვარიატორის წინააღმდეგი არ ხარ და არც დიდი სივრცე გჭირდება, შეიძლება Outlander Sport უფრო მოგეწონოს. ისე კი, ვფიქრობ ამ კლასში საქართველოს პირობებისთვის ფორესტერი ოპტიმალური ვარიანტია, არც არსად დაგტოვებს და ცოტ-ცოტას ყველაფერს აკეთებს.
|