მოგესალმებით.პირველ რიგში ბოდიში მინდა მოვუხადო განყოფილების მოდერაციას თუ თემას არასწორად ვხსნი ან რაიმე მეშლება, პირველი პოსტია ჩემი ამ განყოფილებაში..•მოკლედ რაშია ჩემი პრობლემა: ვარ მწეველი 8-10 წელია, ვეწეოდი ძალიან ბევრს 3 დან 5 პაჩკამდე დღეში(არამარტო სიგარეტს), ყოველ წუთს სიგარეტი მქონდა გარჭობილი პირში, დიდი ტანჯვის შემდეგ მივატოვე მოწევა და უკვე აღარ ვეწევი..ფილტვები მაწუხებს, სიტყვით ვერ ავღწერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ქვები და ლოდები მიყრია ფილტვებში, დამძიმებულად ვსუნთქავ, ხშირად უჰაერობაც მაწუხებს(ასთმა არმაქვს) ასევე სიარულის დროსაც ვიღლები. საკმარისია ერთი სწრაფი მოძრაობა გავაკეთო და უკვე აღარ შემიძლია. ფეხით საერთოდ ვეღარ დავდივარ...მოკლედ რავიცი რავთქვა საშინელებაა ე.წ ''დიხანია'' მაქვს როგორიც 90 წლის ადამიანს.ერთი ის ვიცი რომ არც კიბო მაქვს არც ტუბერკულოზი... სპორტიტ ვიყავი დაკავებული, ხერხემლის ტრამვის გამო დავანებე თავი და ახლა შესაძლებლობა მეძლევა წელს დავბრუნდე თანაც ევრო ტურნირებიც იწყება, მე ფორმაშიც არ ვარ, ვარჯიშითაც ვერ ვვარჯიშობ, ფიზიკურად შემიძლია ძალიან ბევრი მაგრამ ეს დიხანია და ფილტვები არ მიშვებს.
რა გავაკეთო? (მალე ტურნირი იწყება და ფორმაში მინდა შესვლა) როგორ გავიწმინდო ეს ფილტვები? ან რა მჭირს? ანდაც რამდენი ხანი დაჭირდება რომ ორგანიზმმა ჩვეულებრივად იმუშაოს?
თუ ვინმე წაიკითხავთ და დამეხმარებით დიდ მადლობას გიხდით წინასწარ
მიმაგრებული სურათი