ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მრევლი გააფრთხილა რომ გიორგობა აძვის ტაძარში არ აღნიშნონ
2018-05-06 12:25:00
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა სოფელ აძვის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გიორგობის დღესასწაული მათ ტაძარში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს, არ აღნიშნონ.
მრევლი სადღესასწაულო წირვას სოფელ მეჯვრისხევში, უსანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ესწრება, რომელსაც ატენისა და გორის ეპარქიის წინამძღვარი მიტროპოლიტი ანდრია აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე სოფელ აძვში ჩავა, თუმცა პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად ტაძარში გადასვლას აღარ შეეცდება.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 5 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებსა და მრევლს მოუწოდა უარი თქვან სოფელ აძვში მდებარე ეკლესიის და სასაფლაოს მონახულებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი პროვოკაციები.
ასევე საოკუპაციო რეჟიმი 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებთან დაკავშირებით, 7 მაისის საღამოდან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს რამდენიმე დღით ჩაკეტავს.
http://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=172132