#52662983 · 7 May 2018, 09:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს ფიქრობენ სკოლებში ,,რელიგიის ისტორიის'' შემოღებას ხელახლა. ვფიქრობ აჯობებს ,,კვანტური რელობა და თეოლოგია''
ვასწავლოთ ბავშვებს.
დღეს უკვე ფაქტია რომ თეოლოგიის მოსაზრებას ღვთაების და იმ ქვეყნის არსებობის შესახებ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაც, კვანტური ბიოლოგიაც შეუერთდა და დანაშაულის ტოლფასია რომ ამის შესახებ სკოლებში არაფერს ასწავლიან,არადა ღმერთისა და იმ ქვეყნის მეცნიერული მტკიცებულება მთლიანად შეცვლიდა ახალგაზრდების დამოკიდებულებას სიცოცხლის გააზრების მიმართ,შეცვლიდა მათ ურთიერთ დამოკიდებულებას გაამტკიცებდა მათ ქრისტიანულ ღირებულებებს. ვფიქრობ ეს გაკვეთილები გონიერებას შემატებს ახალგაზრდების თეოლოგიურ მოსაზრებებს და მარადილლი სიცოცხლის ღვთაებრივ სულს ჩაჰბერავდა მათ საბუნებისმეტყველო მეცადინეობას.
იხილეთ;
1. გია დვალი ,,ბავშვი სამყარები"
2. მიხეილ მენსკი ,,Квантовый Мир и сознание’’
3. რობერტ ლანცა ,, Robert Lanza:The Theory of Biocentricm’’ ,,Биоцентризм''
უკვე სინონიმები გახდა ისეთი სიტყვები როგორიცაა ,,ზედამკვირვებელი'' კვანტურ ბიოლოგიაში და ,,ღმერთი '' თეოლოგიაში., ,,პარალელური სამყაროები'' კვანტურ ბიოლოგიაში და ,,ის ქვეყანა'' თეოლოგიაში , ,,ტელეპორტაცია'' კვანტურ ბიოლოგიაში და ,,გარდაცვალება'' თეოლოგიაში.
მაქს პლანკი: „რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“. „ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“.
This post has been edited by temart on 7 May 2018, 09:53
|