სტეფან ჰოკინგი, ალბათ ბევრს გაგიგონიათ და გინახავთ, უდიდესი მეცნიერი, რომელსაც ხშირად ადარებენ ნიუტონს, აინშტაინს.
ის ინვალიდად არის ჩავარდნილი დამბლის გამო და მხოლოდ სახის ერთი კუნთით ახერხებს გარემოსთან საუბარს, ამ კუნთის მოძრაობით მის კომპიუტერზე იკრიფება ადრე აკრეფილი სიტყვები, რომელსაც შემდეგ კომპიუტერი ახმოვანებს
სტეფან ჰოკინგი გახლავთ "შავი ხვრელების" შესახებ თეორიის ავტორი, გარდა ამისა აქტიურად არის ჩაბმული თანამედროვე გამოთვლებში და თეორიებში, როგორიცაა "სიმების თეორია" ასევე "ემ თეორია", პროექტში "დიდი ადრონული ამაჩქარებელი" ( LHC ), არის უამრავი წიგნის ავტორი (მათ შორის ბევრი დაავადების შემდგომ დაწერა) და ა.შ.
დაავადების აღმოჩენის შემდეგ, ექიმებმა სულ რამოდენიმე წლის სიცოცხლის ვადა მისცეს, ამ ვადას უკვე 40 წლით გაასწრო... ყავს 2 ცოლი, უამრავი შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილიც კი.
ეს სწორედ ის მეცნიერია, ვინც ცოტა ხნის წინათ თქვა, რომ შესაძლოა სადმე კიდევ არის გონიერი ინტელექტი, მაგრამ მის ძებნას ჯობია თავი დავანებოთ, რადგან კარგს არაფერს მოგვიტანსო, თავისი აზრი იმ ფაქტით გაამყარა, რომ ინდიელების მიერ თეთრკანიანებთან შეხვედრას, მათთვის კარგი არაფერი მოუტანია.
ინტერვიუში კითხვაზე: რა არის მისი სურვილი? მან უპასუხა:
- მინდა გავიგო, რატომ არსებობს სამყარო და რატომ არსებობს რაღაც - იმის მაგივრად რომ არ არსებობდეს არაფერი (ეს ბოლო მეც ძალიან მაწუხებს, მეგონა ჰოკინგსმა მაინც იცოდა

)
ხოლო კითხვაზე: არსებობს თუ არა მისი აზრით ღმერთი, მან უპასუხა:
- სამყაროს უზარმაზარი ზომა და ის ფაქტი რომ ადამიანის სიცოცხლე მასში უმნიშვნელო და შემთხვევითია, მიგვითითებს იმაზე, რომ ღმერთის არსებობის შესახებ მოსაზრება - არასწორია!
- არსებობს ფუნდამენტური განსხვავება რელიგიასა და მეცნიერებას შორის, რელიგია დაფუძნებულია ძალაუფლებაზე და მართვაზე, ხოლო მეცნიერება დაკვირვებაზე და გონიერებაზე.
- მეცნიერება გაიმარჯვებს - იმიტომ, რომ ის მუშაობს!
ესეც ვიდეო:
P.S. საინტერესოა იმ პერიოდში ცხოვრება, როდესაც რელიგია, ნელ-ნელა უკან იხევს და ადგილს უთმობს რაციონალურ აზრს.
This post has been edited by Internet_Contraband on 8 Jun 2010, 22:31