სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ ქვეყანაში კვერცხის იმპორტი შეჩერებულია.
ცნობისთვის: მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ,,კომერსანტთან’’ აცხადებდა, რომ იმპორტიორ ქვეყნებში კვერცხზე ფასის ზრდის გამო, საქართველოში იმპორტი ბოლო 2 თვეა შეჩერებულია.
სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც ადასტურებენ, რომ ინსპექტირების თხოვნით იმპორტიორ კომპანიებს დიდი ხანია არ მოუმართავთ. მათივე განცხადებით, ქვეყანაში იმპორტირებული კვერცხის შემოტანა ჯერ კიდევ ივნისიდან შემცირდა, როცა პროდუქციის სავალდებულო მარკირება შევიდა ძალაში.
არადა მანამდეც რა ტყუილა ლანძღავდნენ.