კარფურში აუთდორა არ შემინიშნავს, მაგრამ მშიოდა სასტიკად და ქართული მზა საჭმელებიც ამოვიდა ყელში. 'უკვეს' დახლს მივაშურე და მივაშავე 10 ლარი ბრინჯიან ქათამს მომჟაო-მოტკბო სოუსში და ექსტრა ცხარე სოუსით.
სახლში მოვაცუნცულე და ჩხირები მოვიმარჯვე. ვერ ვიტყვი, რომ ჩხირების ხმარება საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ბოლოში მომეტყნა ტვინი და დავითრიე მამაპაპური ჩანგალი, რომლითაც შევჭამე მთლიანი პორცია, ვინანე რომ მეორე არ შევუკვეთე (თუმცა ეგ უკვე გასკდომა იქნებოდა), კიტრი და პამიდორის სალათაც დავამატე ობიანი ყველით და მერე დესერტად რძიანი ტკბილი მაკარონიც ჩავიდგი
ესე გემრიელად არ მიჭამია კაი ხანია.
ჭამა ნეტარებაა