ივანიშვილს არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა - ირაკლი კობახიძეირაკლი კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატს საზოგადოებას ივლისში ან აგვისტოში წარუდგენენ.
„ბიძინა ივანიშვილი გახდება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ის იქნება უშუალოდ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის იქნება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ის უხელმძღვანელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თუმცა, ჩემთვის არის მისი პოზიცია ცნობილი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
http://rustavi2.ge/ka/news/103468