ეს პოსტივი პაბალშომუ არ მევასება, მარა დღეს აღმოვაჩინე საინტერესო გადაცემა ქონიათ - პოლიტიკური დეტექტორი.
პიროვნებასა და სახელმწიფოს მოწყობის შესახებ ფუნდამენტურ თემებზე ბაზრობენ და პარალელურად სტუმრის პოლიტ. ვექტორს ანახებენ.
პირველ გადაცემაში გირჩის ჯაფარა ყავთ სტუმრად. საკმაოდ საინტერესოდ განიხილავენ ყველაფერს.
გაკვირვებული ვარ, თითქმის ყველაფერზე ასეთი სწორი, რაციონალური და ჯანსაღი მიდგომა რანაირად აქვს....
მიხარია რო დღევანდელ ქართულ ბოსლის პოლიტიკაში უიშვიათესი ნათელი წერტილია ეს და მაგის გუნდი რა. ჩაქნეული მოქნდა ხელი ამ ქვეყნის პოლიტიკასა და მომავალზე, მარა ამათი სახით იმედი მომეცა რო მომავალში წურბელების ნაცვლად ნორმალური ხალხი წამოვა.
მარა ეს თემა ჯაფარას საქებად/სალანძღავად არ გამიხსნია.
როგორც ვთქვი, გადაცემაში საინტერესო თემებს განიხილავენ, რომელთა 90% ვეთანხმები ზურას.
ეს ისეთი თემებია, რომლებზეც რადიკალურად განსხვავებული აზრები მესმის ხოლმე ფორუმზეც და ისეც.
ხოდა ვისაც სურვილი ექნება ნებისმიერ ამ თემაზე ვიკამათოთ. მაინტერესებს რატომ ხართ საპირისპირო აზრზე, როცა მე ცალსახად არ გეთანხმებით.
გადაცემა რატომღაც ხუთ ნაწილად დადეს, ასე რომ მეც სათითაოდ ჩავაგდებ ლინკებს და ძირითად თემებს მივაწერ.
პირველი ნაწილი:-ნატო - უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი
-სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა
-მიწის გაყიდვა უცხოელებზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მეორე ნაწილი:-პროტექციონიზმი ეკონომიკაში (!)
-აბორტი
-თეატრების და მუზეუმების დაფინანსება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მესამე ნაწილი:-საზმაუს დაფინანსება
-რელიგიების დაფინანსება
-საკუთრების უფლების რევიზია
-ხელოვნებისა და ფეხბურთის დაფინანსება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მეოთხე ნაწილი: -უსაფრთხოებისთვის თავისუფლების დათმობა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მეხუთე ნაწილი:-ფასიანი ჯანდაცვა
-რწმენა და მორალურობა
-ერთსქესიანთა ქორწინება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
P.S.
ქოცპოლიტიკოსების რა ნაწილი შეძლებს დაჯდეს ასე გადაცემაში და იგივე კითხვებზე ასე ადეკვატურად ისაუბროს და იმსჯელოს?
5%?
არადა ქვეყანა მაგათ აბარიათ

P.P.S.
თემაში თუ ბევრი გვერდი გაიჩითა დაპოსტვის მაინც არ მოგერიდოთ, წავიკითხავ აუცილებლად და გიპასუხებთ.
P.P.P.S.
ბიუჯეტის ჭია დემაგოგი ქოცები და შარდვის სამინისტროს ვირთხები ნურაფერს დაპოსტავთ, მაინც არ გიპასუხებთ
This post has been edited by AbyssWalker on 5 May 2018, 21:41