გამარჯობა!მოკლე ისტორია: ამ ფორუმზე ვიყიდე EVGA GTX 780 FTW ერთი კარგი კაცისგან (გიორგისგან). საქმე იმაშია, რომ ვიდეობარათი იყო გაცხელებით შეკეთებული (Reflow).
ვიდეობარათმა ოთხ-ნახევარი თვე ისე იმუშავა, არაფერში შევუფერხებივარ, ტემპერატურებიც არაჩვეულებრივი ჰქონდა.
გუშინწინ უბრალოდ ბრაუზერი მქონდა გახსნილი, კომპიუტერს არც ვეხებოდი, დისფლეი ჩაქრა და მოკლედ, ვიდეობარათი მოკვდა...
(ბევრი რამ ვცადე და რომ არ გავწელო, დავაზუსტე, რომ მოკვდა. იგივე სლოტში ახლა დროებით მიდევს სხვა ვიდეობარათი)
მაინტერესებს, მხოლოდ ქულერების გაყიდვის შემთხვევაში, რა იქნება მისი საშუალო/მაქსიმალური ფასი?
* * *
P.S ქულერები, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ მუშაობენ.