#52668069 · 8 May 2018, 02:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ViPeR მკურნალობა რა სტადიაზეა, გააჩნია. იქნებ, ადვოკატი აიყვანონ და მანამდე გაახანგრძლივონ ყოფნა, სანამ მკურნალობის ეგ კონკრეტული კურსი მაინც დამთავრდება..
სიმსივნიანი ავადმყოფისათვის დღეებსაც კი მნიშვნელობა აქვს..
ძალიან სარისკო გახდა სწრაფად პროგრესირებადი დაავადების მქონე ადამიანების ჩაბარება. თავიდან, თუ მიიღეს, ჯერ მკურნალობის დაწყება გვიანდება და მერე თუ დაიწყეს და დეპორტი მოვიდა-კიდევ უარესი.. ერთიც და მეორეც დაავადების წისქვილზე ასხამს წყალს.
//
თურქულ კლინიკებზე კარგად გირჩიეს, საქართველოდან ბევრი ონკოპაციენტი მიდის მანდ, ნასესხები, ბინის დაგირავების, ჩამოთხოვილი ფულით.. მკურნალობა და დიაგნოსტიკა მაღალ დონეზეა, მხოლოდ, ფულის შოვნაა ძნელი.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|