მოკელედ კიდევ ერთი საკბილე დებატებისთვის.
მსოფლიოს საუკეთესო გაზეთში ახლახან დაიბეჭდა შემდეგი სტატია:
https://www.nytimes.com/2018/05/07/upshot/i...anas-risks.htmlსტატია ახდენს 400 გვერდიანი სამეცნიერო რეპორტის ინტერპრეტაციას, რომელიც თავისმხრივ მოიცავს მარიხუანის შესახებ ყველა არსებულ სამეცნიერო კვლევებსა და მეტაანალიზების შედეგებეს.
http://www8.nationalacademies.org/onpinews...2794.1484233196შედეგები: არანაირი მტკიცებულება არაა რომ კანაფის მოწევა იწვევს იმ ტიპის კიბოებს, რაც ასოცირებულია სიგარეტის მოწევასთან. ასევე არ მტკიცდება მისი კავშირი გულსისხლძარღვთა დაავადებებთან და ფილტვის ფუნქციის მოშლასთან. (სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი გამოვლინდა ერთი ტიპის პროსტატის კიბოსა და კანაფის მძიმე მოწევას შორის, რამოდენიმე კვლევის მიერ, თუმცა ეს მტიცებულება არის "შეზღუდული" კვლევების ლიმიტაციის გამო).
კავშირი გამოვლინდა დაბოლილ მდგომარეობაში ავტომობილის ტარებასა და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკის ზრდას შორის - ზრდის რისკს ასე დაახლოებით 20-30%-ით. ეს ფარდობითი პროცენტია და აბსოლიტური რისკი რჩება მცირე.
ეფექტი ნაყოფზე - ერთადერთი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი დაფიქსირდა ორსულობისას მოწევასა და ბავშვის დაბალი დაბადების წონას შორის, ასევე ორსულობისას მოწევა ზრდის ვადამდე ადრე მშობიარობის შანსებს. სხვა უარყოფითი ეფექტები ორსულობისას კანაფის მოწევასა და ბავშვის განვითარებაზე არ დასტურდება ან არ არის ცხადი.
მნიშვნელოვანი ეფექტი დასტურდება მარიხუანას მოხმარებასა და მახსოვრობის და კონცენტრაციის დაქვეითებას შორის მხოლოდ შემდეგი 24 საათის განმავლობაში. თუმცა მტკიცებულება რომ ეს ეფექტი რჩება, როცა მარიხუანას კაიფი გადადის, არის "შეზღუდული". ასევე შეზღუდულია მარიხუანის მოწევის ასოციაცია აკადემიურ წარმატებებზე და სამუშაო კარიერაზე.
მნიშვნელოვანი კავშირი დასტურდება მარიხუანის მძიმე მოხმერებისა ისეთ ფსიქ კონდიციებთან როგორიცაა შიზოფრენია. ასევე მძიმე მწეველები უფრო მიდრეკილები არიან თვითმკველობის ფიქრებისკენ, ვიდრე არამწეველები. თუმცა მიზეზ-შედეგობრიობა არ არის ცხადი: კერძოდ მარიხუანის ხშირი მოხმარების გამო უვითარდებათ მენტალური გადახრები, თუ ფსიქ გადახრების გამოა რომ მარიხუანას მოიხმარენ ხშირად? ანალგიურად შეუძლებელია მიზეზ-შედეგობრიობის დადგენა მარიხუანას მოხმარებასა და სხვა უფრო მძლავრი სუბსტანციების მოხმარებას შორის.
სტატია ასკვნის რომ მეტი კვლევაა საჭირო რათა გავიგოთ მეტი მის უარყოფით შედეგებზე, "თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ის მარიხუანას უარყოფითი ეფექტები, რისი არსებობაც ვიცით ამჟამად, არის
პრაქტიკულად ნული ბევრ სხვა წამალთან შედარებით, და რომ მარიხუანას უარყოფითი ეფექტები გაცილებით ნაკლებად მავნეა ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარებასთან ასოცირებულ ეფექტებთან."
ჩემთვის ეს სტატია კიდევ ერთი დადასტურებაა იმის რაც კარგა ხანია ვიცოდი: არა-ხშირი რეკრეაციული მარიხუანის მოხმარება არ შეიცავს არანაირ, რაგინდ მცირე, რისკს, და აბსურდია მარიხუანა იყოს დემონიზებული და კრიმინალურად იდევნებოდეს, როდესაც ალკოჰოლი და სიგარეტი არის აბსოლიტურად ლეგალური.