მაინც არაფერი ხდება ყველა თავის თემას ეწევა ზემოთ და ცოტა ვიხალისოთ

რაც ფორუმზე ხართ ამ ხნის განმავლობაში ვის რა ტელეფონები შემოგტენიათ და რა ხარვეზით? მე დავიწყებ ჯერ

1. ს6 ეჯი - მთავარი კამერის პრობლემით (ფორუმი)
2. დროიდ მაქსი - სელფის კამერის პრობლემით ბუნდოვნად იღებდა სულ (ფორუმი)
3. ლგ გ5 - თეთრ ფონზე ეკრანს ოდნავ მუქად ეტყობოდა სეთინგებში (მარკეტი)
4. გალაქსი ს5 - მთავარი კამერა ბუნდოვნად იღებდა რაღაც ადგილებში (მარკეტი და გოგო)
5. მოტო გ4 - Ghost touch პრობლემით (ლომბარდი და გოგო)
6. გალაქსი ალფა - ბარნით და საკმაოდ სუსტი ელემენტით (ფორუმი)
7. მოტო იქს2 - სელფის კამერაზე მწვანე წერტილი ჰქონდა მუქ ფონზე გადაღებისას (მარკეტი)
8. პ8 ლაითი 2017 - სავარაუდოდ ეკრანი იყო შეცვლილი (ლომბარდი)
9. Oneplus 3T - საშინლად ცხელდებოდა მომენტებში (ფორუმი)
10. მოტო გ3 - ახლო კადრზე წარწერებს ბუნდოვნა დიღებს (მარკეტი და გოგო)
ერთი ისეთი იყო რო სონი ერიქსონი ღამე ვიყიდე და კორპუსი დაზიანებული ჰქონდა

მარკეტიდან. მერე რო დავურეკე ფული დავხარჯეო ჩემო ძმაოო და კარგად გენახაო. კიდევ კარგი მუშაობდა მაინც და ცოტა გადავიხადე. აი ამის გამო ღამით არ უნდა შეიძინოთ ტელეფონი არასოდეს

კიდევ ერთი მაგალითი ფორუმიდან. რაღაც სუსტი სონი ერიქსონის გამოწერა მინდოდა და ტიპმა 140 ლარად გამომაწერინა. მერე 30-35 ლარად ძლივს გავყიდე მალე დაერხა ქარხსნულად შეკეთებული იყო იგივე რეფაბრიშედი ანუ არა ორიგინალი და მერე მეორე ფორუმელი შემხვდა ეგეთის ყიდვა 40 ლარზე მეტი არ ჯდებაო მეთვითონ 30 ლარში გამოვიწერეო ანუ 100+ ლარი გააკეთა ადამიანმა ჩემზე

და ნუ იმას აღარ დავწერ რო იქამდე სონი ერიქსონის ტელეფონი დავაბარე ადამიანს თანხა ჩავურიცხე ფორუმელს წინასწარ და სავარაუდოდ დახარჯა ის ფული შეიძლება კაზინოში არ ვიცი. მერე ისევ ფორუმელის დახმარებით დავიბრუნე ძლივ-ძლიობით
ნუ ერთზეც აღარაფერს ვიტყვი. ტელეფონის ყიდვას ვაპირებდი ოღონდ არ მითქვია 100% ვიყიდი მეთქი და როცა მივწერე მეორე დღეს შუადღისით რო სად იყო უნდა მენახა აპარატი, რაღაცნაირად უარყოფითად მიპასუხა აი აგდებულად და გადავიფიქრე არ მინდოდა ასეთი ადამიანისგან მეყიდა, რომელიც პატივს არ სცემს თუნდაც მყიდველს
აი ეს ადამიანები ისევ არიან აქ მოკალათებული და ყიდიან ტელეფონებს. მე კი მათ ვერ ვენდობი და შესაბამისად არ ვაპირებ გავეკარო. ყველას თავის საქმეში გაუმარჯოს ღმერთმა

ეს არის ჩემი ისტორია
ყველაზე ცუდი ის არის რომ ასეთი კატეგორია ბევრია რომელსაც ურჩევნია 500 ლარად გაყიდოს აპარატი ხარვეზიანი და არ უთხრას მყიდველს რომ რაღაც ჭირს, ვიდრე თქვას და 300 ლარად გაყიდოს. მაგრამ ის კი არ იცის რომ ეს თუ შერჩება მას, მეორედ არავინ გაეკარება იმ ადამიანს და სახელი გაუტყდება. ბევრს ასე ურჩევნია სამწუხაროდ. აი აქ ვიღუპებით
საბედნიეროდ არიან აქ ისეთი ადამიანები რომლებსაც რეალურადაც ვიცნობ და არ მოგატყუებენ შეგიძლია თვალდახუჭულად წამოიღო ტელეფონი და გარანტიაც მოგცეს მაგალითად 2-3 დღე. თუ რაიმე პრობლემა აღმოაჩნდა აპარატს ისეთი რომ თვითონაც არ იცოდნენ, უკან დაიბრუნებენ უსიტყვოდ. ნუ მაგალითად: chipaa2, ml888, playstation, PANTERA555, Floyd1991, zura2122, roshen, giorgi8820, kaxa, datucha1989 და ასე შემდეგ. ესენი ვისაც ვიცნობ და ვინც მილაპარაკია და ვინც არ ვიცი კიდევ არიან კეთილი და პატიოსანი ადამიანები