საკმაოდ რთული სურათი გვქონდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმაზე გადასვლამდე და ახლა უკვე ჩანს, რომ პირველადი მონაცემებით, ავტოავარიების რაოდენობამ იკლო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა საქართველოში: შედეგები და განვითარების პერსპექტივები“, მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ავტოსაგზაო შემთხვევები დაახლოებით 17%-მდე არის შემცირებული. უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ამ რეფორმის მთავარი მიზანია, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მოქალაქეების, როგორც მგზავრების ასევე მძღოლების სიცოცხლე და დავიცვათ მათი ჯანმრთელობა. ჩვენ ვიმსჯელებთ დამატებით ღონისძიებებზე, რაც ამ მხრივ შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა და იურიდიულმა კომიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეხვედრას ესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/4...nobam-iklo.html