#52705261 · 13 May 2018, 18:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ხელისუფლებას რომ მოირგებენ შემდეგ ვერ ხედავენ რა ხდება ქვეყანაზე, სხვა თვალით იყურებიან, მხოლოდ ახლობლებს ხედავენ უკვე და დაცვას
ამიტომ მინდა რჩევა მივცე როგორც ეხლანდელი ხელისუფლების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, ისევე წინა ხელისუფლებისას მიხეილ სააკაშვილს
პირველ რიგში დავიწყოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილით და მისი ხელისუფლებით:
პირველი: ნარკოტიკების ჩადება მაგალითად " ბირჟა მაფიისათვის" და შემდეგ ამის გამკეთებლების არ დასჯა და მეტიც ამ საწყალი ბავშვებისათვის გირაოს გადახდევინება სრულიად არაფერში კარგად წარმოაჩენს ხელისუფლებას? ( მე მგონია პირიქით მიშას დროს ახსენებს ხალხს), ყველა ადამიანს აღელვებს და ეს ნიშნავს შერჩევით სამართალს, მართალია ეს არ ხდება დიდი დოზით როგორც ეს ხდებოდა მიშას დროს, მაგრამ მაინც რომ ხდება ეს დიდი პრობლემაა ხელისუფლების და რატომ ვერ ხედავთ და ხვდებით ამას ?
მეორე: თავად ამბობდით 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლამდე რომ მთავარი მოსამართლეები იყვნენ მონები და სისტემა იყო დანაშაულებრივი
რატომ არ გამოიძიეთ ან როგორც მინიმუმ სახლში არ გაუშვით ეს წარსულში პირსისხლიანი და ახლაც უამრავ კორუფციასა და დანაშაულში მხილებული მოსამართლეები ? ჩინჩალაძე მურუსიძე ცერცვაძე? და რატომ მოხდა მათი დაწინაურება მინიმუმ განთავისუფლების მაგივრად? რატომ გადმოიპორტირეთ თქვენივე სიტყვით ეს " პირსისხლიანი " მოსამართლეები? იმიტომ ხომ არა რომ მორჩილებას შეგუებული უპრინციპო ადამიანები არიან და კარგად დაგემორჩიელბიან?
როგორ გგონიათ საზოგადოება სულელია და ამას ვერ ხედავს? ეს მნიშვნელოვანი თემები ხომ ფარავს ყველა იმ სიკეთეს და სიკეთის მცდელობას რასაც აკეთებთ და გაგიკეთებიათ?
და მესამე: ყველა პარლამენტარი და მთვარობასთან დაახლოებული პირი რომ ბიზნესმენად იქცა და 1 ლარად იგდებენ ქონებას (მართალია აშენებენ შენობებს) მაგრამ ესეც ხომ შერჩევით ხდება და მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაახლოებულ პირებს აქვს ეს პრივილეგიები?
მართალია კოდუები და ახალაიები, აღარ ამცირებენ საზოგადოებას, ნანუკა ჟორჟოლიანები აღარ დადიან ბიზნესმენებზე წართმეული მანქანებით, მაგრამ ეს საკმარისია? ერთი ბოროტება ცოტა ნაკლებმა ბოროტებამ ხომ არ უნდა უნდა ჩაანაცვლოს ? ანუ არ გინდათ ამ ყველაფრის დანახვა? ალბათ იმიტომ რომ ადრე უფრო ბევრი ცუდი ხდებოდა და ფიქრობთ ხალხი აიტანს ამას? მე ვფიქრობ არ აიტანს და ამიტომ სჯობს ეს პრობლემები დაუყოვნებლივ გამოასწოროთ !
ახლა კი დარიგება სააკაშვილს ( როგორც არ უნდა იყოს რეიტინგით პირველი ოპოზიციური პარტიაა ამიტომ დარიგება მასაც სჭირდება რადგან იგი ვერ ხედავს სად აქვს პრობლემა ხოლო ჩვენ ისეთი ოპოზიცია გვინდა მინიმუმ ზიზღს რომ არ იმსახურებდეს) :
1) რატომ არ მოუხადეთ ბოდიში საზოგადოებას იმ ტირანიაზე რაც თავს დაატეხეთ თქვენი მმართველობის დროს და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ? კოდუების და ახალაიების სანათესაო, მერაბიშვილის ცოლეულები რომ დაგვასვით თავზე ხალხს და ამცირებდით ყველას და მე ვარ და ჩემი ნაბადიო მიწასთან ასწორებდით ადამიანების ღირსებას, უამრავი ადამიანის და ოჯახის გაუბედურებასა და სისხლში რომ გაქვთ გასვრილი ხელი ამაზე ბოდიში მაინც არ უნდა მოგეხადათ?
თუ როგორ გგონიათ ? იმდენად სულელი გგონიათ საზოგადოება რომ რაც საკუთარ თავზე გამოსცადეს და გადაიტანეს იმაზე ეუბნებით რომ ასე არ იყოო?
ზოგადად თუ გსურთ ხელისუფლებაში დაბრუნება (რაც ძალიან მეეჭვება რომ ოდესმე მოხდეს აწი) როგორც მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოთ, აღიაროთ რომ საშინელი უსამართლობა დაატეხეთ ადამიანებს თავს და სისხლში გაქვთ გასვრილი ხელი უამრავი უდანაშაულო ადამიანის, ასევე უამრავი უდანაშაულოდ დაჭერილი ადამიანების და ოჯახების გამწარების, ბევრმა ვერ გადაიტანა ეს ამბავი და ბევრს ოჯახის წევრები ინფაქტებით ეღუპებოდა, ამაზე ბოდიში არ უნდა მოიხადოთ? თუ ურცხვად უნდა გამობრძანდეთ და გვესაუბროთ სათნო სახით უტიფრად და ასე გსურთ ხელისუფლებაში დაბრუნება?
კიდევ ვიმეორებ რომ მეეჭვება ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდეთ, მაგრამ ჯანსაღი გარემო რომ შეიქმნას და ოპოზიცია არ ეჯავრებოდეს მაინც ადამიანებს ის ხომ მაინც უნდა გააკეთოთ რომ აღიაროთ რასაც სჩადიოდით? ხომ უნდა დაჰპირდეთ საზოგადოებას და მისცეთ მყარი გარანტიები რომ ერთი მსგავსი შემთხვევაც რომ განმეორდეს მაშინვე გადაგდებით , რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაივიწებთ კოდუებს , კეზერაშვილებს, მერაბიშვილის ცოლის ნათესავებს, ნანუკა ჟორჟოლიანებს და აღარ მისცემთ მათ უფლებას რომ დაამცირონ საზოგადოება? და ეს იმეოროთ ათეულობით წლები რომ იქნებ ოდესმე დაავიწყდეს ხალხს თქვენი დროის ტირანია?
მე დავამთავრე და იმედია წაიკითხავთ ბატონო მიხეილ ამ წერილს და ასე უტიფარი სახით აღარ გამოჩნდებით ტელევიზიით ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით საზოგადოებას განვლილ საშინელებათა წლებზე და დეტალურად არ აგვიხსნით რაში შეცდით და რატომ მოექეცით ასე ადამიანებს, თქვენს თანამოქალაქეებს!
მართლა არ მესმის ახალი ხელისუფლებაც რომ ძველის შეცდომებზე მხოლოდ ნაწილს სწავლობს. რაც ზემოთ ჩამოვთვალე ის 3 პუნქტი თუ არ გამოასწორა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩემთვის და სრულიად საზოგადოებისათვის იქნება სამწუხარო რომ აღარც ოპოზიცია გვყავს ღირსეული და ხელისუფლებაც კარგავს სახეს და ღირსებას ამ ქმედებებით ! არაა საკმარისი ბატონო ბიძინა ნაწილობრივ აღმოფხვრა პრობლემების, გთხოვთ დაფიქრდეთ წინა 3 პუნქტზე და იმოქმედოთ დაუყოვნებლივ ! დაიწყეთ სასამართლოთი, ჩამოგვაცილეთ ზონდერები , მონები, უთავმოყვარეო და უპრინციპო, პირსისხლიანი და კორუმპირებული მოსამართლეები, არ გვსურს მათი დანახვა! დასაჯეთ პოლიციელი რომელიც საცოდავ ბავშვებს ნარკოტიკს უდებს და უტიფრად დაუსჯელი რჩება და ამ ბავშვებს აქეთ კიდევ გირაოს ახდევინებს (ამით საზოგადოებას დაუცველობისა და უსამართლობის განცდა რჩება და რატომ ვერ ხვდებით ამას? ) და 1 ლარად სახელმწიფო ქონება და მიწები გადაეცით არა მხოლოდ გუნდის წევრებს არამედ ყველა ადამიანს ვინც საუკეთესო იდეას და პროექტს წარმოგიდგენთ! გააკონტროლეთ შემოსული გრანტები და მთავრობის დნიშნული ყველა ტენდერი და აქ აღმოფხვერით კორუფცია! ამ სამივე მნიშვნელოვან დეტალს თუ გაითვალისწინებთ დარწმუნებული ვარ არ გეყოლებათ ალტერნატივა მინიმუმ 10 წელი ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში !
This post has been edited by ambako1 on 13 May 2018, 18:50
--------------------
ჩვენისთანა ბედნიერი ....
|