მამუკა მდინარაძე – პრემიერს პარტიაში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა აღარ სჭირდება
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს.
“არანაირ სხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე საუბარი არ არის”,-აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე შეფასებით, პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე ივანიშვილის გადაწყვეტილება პარტიას გააძლიერებს.
რაც შეეხება მოქმედ პრემიერს, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის პოლიტიკური საბჭოს რიგით წევრად დარჩება:
“მოქმედი პემიერი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, იქნება პილიტსაბჭოს წევრი.
ეს ადამიანი ძალიან პოზიტიური ადამიანია, თავისი საქმის კარგად მცოდნე. ვფიქრობ, პრემიერს დამატებითი ფუნქციები იმასთან დაკავშირებით, რომ მაინცდამაინც პარტიაში ეკავოს რაიმე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა, აღარ სჭირდება. მას აბარია ქვეყანა და აქვს უდიდედი პასუხიმგებლობა ქვეყნის წინაშე, რასაც კარგად ართმევს თავს”,-განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” რიგით მე-5 ყრილობის დაწყებამდე.
http://2020news.ge/2018/05/11/%e1%83%9b%e1...83%98%e1%83%94/