#52690754 · 11 May 2018, 19:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგეხსენებათ რომ სადაცაა გაიხსნება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც კავკასიაში-აზიაში ტექნოლოგიების განვითარების ციტადელად უნდა იქცეს. ამ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ინსტიტუტს, აუცილებელია რომ შესაბამისი პიროვნება ჩაუდგეს სათავეში რომ მასთან ერთად კიდევ უფრო მარტივად მოხდეს ზემოთ აღნიშნული მიზნის მიღწევა.
შესაბამისად, თუკი ბოლო პერიოდის ნიუსებს გადავავლებთ თვალს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაში ელონ მასკის ჩამოსვლაა, ეი ადამიანის რომელმაც შექმნა პაუპალი, სპაცეიქსი და მარსზე აპირებს კაცობრიობის გადაყვანას. მსგავსი პიროვნება რომ ტყუიილად არ ჩამოვა საქართველოში ეს ცალსახაა, ამიტომ ჩნდება ეჭვი რომ შესაძლოა ის განიხილებოდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატად.
ასევე ცნობილია ბიძინას დამოკიდებულება ქართველი ფიზიკოსის - გია დვალის მიმართ, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ხოტბას ასხამს და ცდილობს სადმე გამოიყენოს, ხან მთავრობაში, ხან მეცნიერებაში, ხან სად და ხან სად.
ამიტომ ეს ზემოთ აღნიშნული გვაძლევს იმის თქმის საფუძველს რომ ამ ეტაპზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორობის მთავარი კანდიდატები: გია დვალი და ელონ მასკი არიან.
საინტერესოა ფორუმელების აზრი და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ვის აირჩევენ: ქართველ გენიოსს თუ მსოფლიოში აღიარებულ ანტრეპრენერს, ფიზიკოსს თუ ინჟინერს, დღევანდელ კვერცხს თუ ხვალინდელ ქათამს.
This post has been edited by DATO1 on 11 May 2018, 19:14
--------------------
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი
|