თემა ეხება: გუგულა დეიდას წამორიშილ ტყუილ-მართალს.
თემას რამოდენიმე მარტივ პუნქტად დავყოფ.
სინამდვილე:არის თუ არა შაქარი ნარკოტიკი? - კი, შაქარი ნარკოტიკადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
შაქრის მახასიათებლები:
1) რაფინირებული შაქარი ხელოვნური პროდუქტია
2) ორგანიზმში მოხვედრისას ის ასტიმულირებს ინსულინის გამომუშავებას
3) ის ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, დოფამინის გამომუშავებას უწყობს ხელს,
4) ის მავნეა: ასუქებს, კბილების გაფუჭებას უწყობს ხელს, იწვევს დიაბეტს, კვებავს კიბოს უჯრედებს და მის ზრდას უწყობს ხელს.
5) იწვევს ძლიერ მიჩვევას.
ჩემი გამოცდილება:მთელი ცხოვრება მტანჯავდა ჭარბი წონა. სამი თვის წინ გადავწყვიტე გადამეგდო შაქარი. ძალიან გამიჭირდა, აი ძალიან, ლომკა მქონდა ლამის. ერთგვარი "მეტადონი" ანუ საქარინი დამჭირდა რომ დამემარცხებინა ძლიერი დამოკიდებულება.
რა მოხდა შედეგად? დავიწყე სხვა საკვების ბევრის ჭამა, ანუ მივასკდი სხვა ჯანსაღ საკვებს. შედეგად
ა) დავიკელი წონაში 7 კგ (მიუხედავად ბლომად ჭამისა)
ბ) კანი უფრო კრიალა და თანაბარი გამიხდა
გ) ნელ-ნელა ძლიერი უეცარი შიმშილის გრძნობაც გაქრა (ინსულინური შიმშილი)
დ)გემოსა და სუნის შეგრძნება გაძლიერდა საგრძნობლად.
ე) შაქარს ისე გადავეჩვიე, რომ ტკბილის სასმელ საჭმელი მაღიზიანებს ვეღარ ვჭამ.
გუგულა დეიდას შეფასებანი:რაშია სწორი:ა) შაქარი მავნეა
ბ) ასუქებს
გ) უნდა შევამციროთ მიღება
დ)რაღაც უნდა გავაკეთოთ ამისთვის (ოღონდ ის არა რაც გუგულამ თქვა)
რაში მიჰქარავს:ა) გაძვირება არის ბულშით მეთოდი, რომელიც ცალსახად ემსახურება ვიღაცის ბიზნეს ინტერესებს
ბ) ჩემო ფელამუშა, "არამხოლოდ კარგი ცხოვრებით სუქდებიან". სინამდვილეში სიმსუქნე ღარიბების დაავადებაა, მას იწვევს არადაბალანსებული კვება და დიდი ოდენობით ნახშირწყლები და იაფი ცხიმები:
საფუვრიანი პური, პურ-ფუნთუშეული, იაფფასიანი სწრაფი კვება, კარტოფილი, გაურკვეველი ზეთები, მარგარინი, იაფფასიანი ფალშ-ყველები. ასე რო ფელამუშო, ღარიბი ცხოვრება ასუქებს.
გ)სიმსუქნესთან და შაქარდამოკიდებულებასთან ბრძოლისათვის ცუდად შეარჩიეს გუგულა. გამოჩნდა რო ბიზნესინტერესებს ემსახურება.
დ)მაძღარს ყველა მაძღარი ეგონა, მშიერსა-კი მშიერიო!
დასკვნა:სიმსუქნესთან, და შაქართან ბრძოლის ეფექტური მეთოდებია შემოსაღები.
ეს უნდა იყოს:
ა) შემეცნებითი გადაცემები
ბ)კამპანიები
გ)სოციალური ფონის ამაღლება, სიდუხჭირის აღმოფხვრა, ხალხმა რომ ნორმალური საკვების ჭამა შეძლოს.
დ) ერთი ნოუ ჰაუ მაქ კიდევ და ამას განათლების მინისტრი თუ გავხდი მერე გაგიმხელთ. თორე ამ იდეასაც მიიწეპებენ და უნიჭოდ გააშარჟებენ
This post has been edited by pekineli on 12 May 2018, 12:23