#53161416 · 26 Jul 2018, 16:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიდი ხანია თემა არ გამიხსნია, უფრო მეტიც, ფორუმზე საერთოდ არ შემოვდიოდი, მაგრამ ძიუდოში არსებულმა ვაკჰანალიამ, კერძოდ, ტატალაშვილის მიერ ემირატების "კანალის" გაჭრამ და ტაისონას იარაღით მარიაჟობამ იმ აზრამდე მიმიყვანა, რომ:
- მიუხედავად, გადამწყვეტ მომენტში მკვეთრი ზომების მიღების ვერ გაბედვისა, ამ ეტაპზე, ქევხიშვილის გარდა, იმ ბოსელს, რასაც საქართველოს ძიუდოს ფედერაცია და ნაკრები ქვია ვერავინ მიხედავს.
ქევხა უნდა დაბრუნდეს!!!
ამ მოსაზრებას "მეამბოხეთა" ის განცხადებაც მიძლიერებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ფედერაციაში ყველაფერი ძველებურადაა და სიტუაცია კვლავაც ქევხიშვილის "უხილავი ხელით" იმართება.
ამ "უხილავ ხელს", რომ ნაკრების წარმატება და შესაბამისად "მეამბოხეთა" გამარჯვება არ აწყობს, ნათელია.
როგორც მოსალოდნელი იყო, "ამბოხებულებმა" უკეთესი ვერაფერი შემოგვთავაზეს, არსებული კი საფუძვლიანად მიანგრიეს, რაშიც მათ ქევხიშვილი უკვე კულისებიდან ეხმარება. როგორც იტყვიან, ჩათრევას ჩაყოლა ჯობსო, ამიტომ ნაკრებსა და ფედერაციაში ელემენტარული წესრიგისა და დისციპლინის დასამყარებლად, უჩინარი არაფორმალური ლიდერი - დავით ქევხიშვილი, რომელსაც ამჟამად არანაირი იურიდიული პასუხისმგებლობა არ აკისრია, რაიმე ლეგიტიმური ფორმით ძველ სამუშაო ადგილზე უნდა დაბრუნდეს (მოვალეობის შემსრულებლად ან გენერალურ მდივნად) რათა, ავად თუ კარგად, 2020 წლის ოლიმპიადამდე მივიდეთ.
თუ ასე არ მოხდა ნაკრები იქით იყოს და კლანების მდუმარე დაპირისპირების გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოში ძიუდოს არსებობა - არ არსებობის მოცემულობამდე რამდენიმე ნაბიჯი რჩებსა.
როგორი იქნება დაბრუნებაზე "მეამბოხეთა" სავარაუდო პასუხი? ქუჩის პროტესტები? კომიკურია. თან ცხელა. არც აღარავინ ჭამს, ლომერაც ზის.
დიდი ალბათობით, არაბეთში წავლენ.
გზაც იქით ქონიათ.
This post has been edited by VoK on 26 Jul 2018, 18:07
--------------------
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...
|