ერთი მაგარი ფორუმელი კაცის ფბ პოსტს დაგიდებთ:
არ ვარ მართლმადიდებელი.
ქრისტეს მოციქულები კათოლიკეები იყვნენ?
მართლმადიდებლები?
ბაპტისტები?
გრეგორიანელები?
პროტესტანტები?
ქრისტიანები იყვნენ, რადგან ქრისტე იყო მათი უფალი.
არც პატრიარქს სცემდნენ თაყვანს და არც რომის პაპს.
არც რომის პაპი იყო, არც - პატრიარქი.
ქრისტეს არ აუყვანია ისინი ტახტრევანზე.
ადამიანებმა აღმართეს ისინი კერპებად არა ღვთებრივი, არამედ ადამიანურ-ეგოისტური იმპულსით.
რადგან მოხდა: "დავცემ მწყემსს და გაიფანტება ფარა".
ქრისტეს ფიზიკურად წასვლის და მისი მოციქულების ასევე ფიზიკურად წასვლის შემდგომ გაიფანტა ნამდვილი ქრისტიანების ერთიანობა.
თანდათან ქრისტიანობიდან განიდევნა ღვთაებრივი და მომძლავრდა ადამიანური.
დარჩა ქრისტიანობის ქრისტეგანდევნილი ფორმა, სადაც ქრისტე აღარ არის.
ეს არის განხეთქილების მიზეზი.
ქრისტე გაძევებული იქნა და მოვიდა "წინამძღვარი" პაპი თუ პატრიარქი.
კვლავ მოხდა ის, რასაც გვეუბნება იგი -"დასხდნენ მოსეს ტახტზე მწიგნობარნი და ფარისეველნი."
ვინაც ქრისტეს მოწაფეობის გზაზე დარჩა, ის არ შედის ბრბოში, არამედ მისსავე მარტოსულობაში ეძებს მესიის ნათელს. (რამდენადაც ძალუძს).
ის არ არის მართლმადიდებელი,
ის არ არის კათოლიკე,
ის არ არის ბაპტისტი თუ პროტესტანტი.
ის არის ქრისტიანი.
მართლმადიდებლობის თავგადაკლულო დამცველებო, რამდენი ხანი გაქვთ ქრისტეს ძიებაში დახარჯული თქვენს ამყოფიერებაში?
თქვენი განვლილი ცხოვრების რამდენი პროცენტი?
ბოდიშს რაც შეეხება, ეს ადამიანის გააზრებული ნაბიჯი უნდა იყოს. გალე, თუ უბრალოდ მაგ სიტყვის გაგონება გინდა ჩემგან, კი ბატონო. ბოდიშს ვუხდი ყველა მართლმადიდებილს, არაქრისტიანს, არასწორ გზაზე მყოფ ბრმად მორწმუნეს.
მორჩა. აღარ შემაწუხოთ. ჩემი ნერვები ძალიან ცუდ დღეშია როზეტა სთოუნედის გადამკიდე.არ გამაბრაზოთ.