#52699833 · 12 May 2018, 23:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბიძია და დეიდა მოდერებო, თემა ეკონომიკურ პოლიტიკას ეხება, დატოვეთ ღამის თემად...
ანუ ძვირი ვიყიდოთ თუ იაფი ეს დილემა არაერთხელ დამდგარა თითოეული ჩვენგანის წინ, მითუმეტეს ქართულ ბაზარზე რო აჯაფსანდალია... არც ისე მდიდარი ვარ რო იაფი ნივთები ვიყიდო - მამაძაღლ მწარმოებლების სლოგანია მომხმარებლის დასაგოიმებლად...
კახური „იაფი და იორღა“ ყველასათვის არ არის ძალაში - თუ თავში ტვინი გაქვს, ერკვევი პროდუქციის ავკარგიანობაში და მის სამომხმარებლო თვისებებში, ძაანაც კარგად შეიძლება უკეთესი იშოვო იაფად, თან ბევრად იაფად. რაშიც ვერ ერკვევი საიმედო გარკვეული კაცი უნდა გყავდეს მრჩევლად...
შესაძლებელია ძალიან ცნობილი მწარმოებლების მაგალითების მოყვანა ფასების ჩვენებით, როცა უკეთესი პროდუქტი უფრო იაფია, თუ მოდერები რეკლამა და ანტირეკლამის აკრძალვის დარღვევად არ ჩათვლიან...
ჩემი გამოცდილებიდან: თუ ყიდულობ ყველაზე ძვირიანს - დიდი ალბათობით საუკეთესო არ არის და არსებობს მასზე უკეთესიც, თუმცა დიდი ალბათობით კარგია. არის მცირე შანსი რომ ცუდი აღმოჩნდეს... თუ ყიდულობ უიაფესს, დიდი ალბათობით ყველაზე ცუდი არ არის და არსებობს უარესიც, თუმცა დიდი ალბათობით უხარისხოა. არის მცირე შანსი რო კარგი აღმოჩნდეს...
ზუსტად ერთი და იგივე (და არა ფალსიფიკაცია!) პროდუქტი რო სხვადასხვა მაღაზიაში სხვადასხვა ფასია, ეს ცალკე საკითხია. ზოგჯერ განსხვავება იმდენად დიდია, რო გაურკვეველ ადამიანს ეჭვებში აგდებს. ის რაც ერთ სამშენებლო მაღაზიაში 324 ლარი ღირდა, მეორეში 180 ლარად ვიყიდეთ. მაღაზიებს არ ვასახელებ - ორივე საკმაოდ ცნობილი და პოპულარულია. მათ შორის მანქანით 10 წუთის სავალია, ორივე დიდუბეშია...
ანუ სად რა ვიყიდოთ ეს კიდევ ცალკე თემაა...
არ მითხრათ რო ზოგჯერ ზაბეგალოვკაში უფრო უკეთესი არ გიჭამიათ, ვიდრე ძვირიან რესტორანში...
მედიცინაშიც კი ეგრეა - ჰორმონების გამოკვლევა რო მჭირდება პაციენტებს ერთ-ერთ უიაფეს კლინიკაში ვაგზავნი. განა იმიტო რო ფულს ვუზოგავ, არამედ იმიტო რო პასუხი სწორი მოდის. შემსრულებელი მეცნიერებათა დოქტორია, ტესტ-სისტემებს ყველაზე კარგს არჩევს და ყიდულობს, მაგრამ მუშაობს იაფად... კიდე უფრო საინტერესო სიტუაციაა ქირურგიაში - არსებობს დაწესებულებები (მინიმუმ ორი ვიცი), სადაც იგივე ოპერაციას იგივე ქირურგი უფრო იაფად აკეთებს, ვიდრე ცნობილ, დიდი შენობის მქონე კლინიკაში. ყველა ქირურგს არ ეხება... რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ანაზღაურება ამ ნაკლებადცნობილ კლინიკაში ქირურგს მეტი აქვს, ვიდრე ცნობილში, მიუხედავად იმისა რო პაციენტმა ნაკლები გადაიხადა. უბრალოდ მეპატრონე ძალიან ცნობილი არ არის და სახლში ნაკლები მიაქვს (იძულებით თუ შეგნებულად - ამ საკითხს არ ვეხები)...
ამ სიტუაციას მომხმარებელი - პაციენტებიც უწყობენ ხელს. მოდი არ დავასახელებ, მაგრამ ერთ ცნობილ ბრენდ კლინიკაში ექიმებს მისცეს უფლება, თავად დაეწესებინა კონსულტაციის ფასი. რიგი დადგა მათთან, ვინც ფასი მეტი დაადო კონსულტაციას. არადა შიგნიდან ვიცი რო არანაირი კავშირი არ არის კონსულტაციის ფასსა და კონსულტაციის ჩამტარებლის კვალიფიკაციას შორის...
უკეთესის ნაკლები ფასის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს - მწარმოებლის ნაკლებადცნობადობა, რეკლამის სიძვირე და მიუწვდომლობა მწარმოებლისათვის, შეიძლება საკუთარი რესურსები აქვს მაკომპლექტებლების ან სახარჯი მასალის შოვნის და კიდევ ბევრი მიზეზი რაც არ ვიცი. არ უნდა დაგვავიწყდეს რო ქალაქის სხვადასხვა ადგილში კომერციული თუ საოფისე ფართების დაქირავების ან ყიდვის ფასი ძალიან განსხვავდება...
გახსენებაზე -რეკლამა იმდენად ძვირია, რო რეკლამირებული პროდუქცია უკვე იაფი აღარ არის...
თავად როგორ ვიქცევი: რაიმეს არჩევისას მაქსიმალურად ვეყრდნობი საკუთარ გამოცდილებას და ვითვალისწინებ საკითხში გარკვეული ნაცნობ-მეგობრების რჩევებს და ვუყურებ მხოლოდ პრაქტიკულად უფასო რეკლამას - მწარმოებლის ვებ-გვერდებს...
რო გითხრათ რო ასეთი პოლიტიკა 100%-ით ამართლებს ალბათ ვერა, მაგრამ მე „იაფი და იორღა-ს“ მომხრე ვარ და არა „I'm not so rich to buy cheap things“...
ეხა შეკითხვა თქვენ რომლის მომხრე ხართ და როგორ შეიძლება „იაფი და იორღა“ უფრო ხშირად ვიშოვოთ? ეს სლოგანი ცხვრებისათვის არ არის, მათ გასაკრეჭად „I'm not so rich to buy cheap things“ მოიგონეს...
This post has been edited by makvala on 12 May 2018, 23:34
--------------------
ვირებში თუ ხარ უნდა შენაც ტლინკები ყარო, ვაქცინისტებო D ვიტამინს არ გაეკაროთ! ზოგადად ფიზიოლოგია გოგოებმა უფრო უკეთ უნდა იცოდნენ, ქალი გაცილებით ფიზიოლოგიური არსებაა ვიდრე მამაკაცი (C) tengo9786
|