სახელმწიფო ნელ-ნელა ფორმირდება.
ამ სრულ ქაოსში ამის თქმა, რა თქმა უნდა, უცნაურად ჟღერს, მაგრამ საქართველო სახელმწიფოს ფორმირების და გამოძერწვის პროცესშია.
საქართველო ჯერ ბავშვს გავს, რომელიც რაღაც გაუაზრებელი სისულელეების გაკეთებას თავისუფლებას ეძახის, რომელსაც ჯერ ინტელექტი და განათლება არ აქვს. მაგრამ ძებნის პროცესშია. იმედია რამოდენიმე წლის შემდეგ ქართული საზოგადოება მოძებნის სწორ გზას და ამ უაზრო თავისუფლების ყვირილით ან მეორე მხრივ ზედმეტად დოგმატური მენტალობის და ბევრი სხვა უაზრო ქმედებების შემდეგ მიხვდება, რომ საჭიროა განათლება, საჭიროა ოქროს შუალედის დაჭერა, საჭიროა სწორი და მოზომილი ნაბიჯები და არა რადიკალიზმი და უკიდურესობებში გადასვლა.
იმედია საბოლოოდ ასე თუ ისე ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება.