


ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზმა შემდეგი ტენდენციები გამოავლინა:
- 2014-2017 წლებში თითქმის ხუთჯერ შემცირდა ნარკოტიკულ შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა რაოდენობა (50,865-დან 11,653-მდე), ხოლო სამჯერ შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დადებითი შედეგი აჩვენეს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე. ეს ტენდენცია დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა, იმის გამო, რომ სახელმწიფოს ეს პოლიტიკური ნება კანონმდებლობით არ მყარდება, ტენდენცია ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ უმოკლეს ვადებში საკანონმდებლო დონეზე გამოირიცხოს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა დევნა;
- ბოლო 4 წლის განმავლობაში, ნარკოტიკული შემოწმებების დადებითი პასუხის წილმა მოიმატა მთლიანი შემოწმებების რაოდენობის მეოთხედიდან ნახევრამდე;
- მინიმალურ ფასებზე დაფუძნებული მიახლოებითი გამოანგარიშების მიხედვით, ბოლო 4 წლის მანძილზე ნარკოლოგიურ შემოწმებაში დაიხარჯა მინიმუმ 2,448,520 ლარი, საიდანაც 1,670,940 ლარი (68%) იმ პირებზე დაიხარჯა, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერება.
http://www.datalab.ge/ge/visualizations/view/21
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3