ინტერნეტით ნარკოტიკის რეალიზებისთვის დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი, პოლიციის მაღალჩინოსნის ძმაა. ბრალდებული გიორგი გოგებაშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მაღალჩინოსნის - იაკობ გოგებაშვილის, ძმაა. მას კონსპირაციული ბინა, მისი პოლიციელი ძმის საცხოვრებელი კორპუსის პირდაპირ ჰქონდა დაქირავებული.
ბინის მფლობელმა "კურიერს" განიცხადა, რომ ბრალდებულმა გოგებაშვილმა ის შეცდომაში შეიყვანა. უთხრა, რომ ბინაში ბებიასთან, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იცხოვრებდა. მეტი დამაჯერებლობისათვის კი სახლში ბავშვის საწოლი მიატანინა.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, დაკავებულებზე თვალთვალი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლობდნენ სქემას, თუ როგორ იყიდებოდა ნარკოტიკებით ინტერნეტით.
სამინსიტროს ინფორმაციით, რეალიზებულ ნარკოტიკულ საშუალებას ბრალდებული თბილისის სხვადასხვა უბანსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სამალავებში ტოვებდნენ. რამდენიმე ასეთი სამალავის ამსახველი კადრები პოლიციამ თავად გაავრცელა.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...4&id_artc=47223პს: იმ ჭკუა შეზღუდულებს მინდა მივმართო, ბარიგებს და გარყვნილებს იმ აქციაში მყოფ ახალგაზრდებში ნუკი ეძებსთ
არამედ თვითონ სისტემაში უნდა ეძებოთ….