ამ ბოლო დღეებში ბევრი რამე ვნახეთ. მაგალითად როგორ გავლენას ახდენს ნარკოტიკი ადამიანის გონებაზე, რა მასშტაბებს შეუძლია მიაღწიოს მისთვის ბრძოლამ (აქციას ვგულისხმობ), ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ ფერადობას და სიკარგეს გვტენიან მიზეზად, თუ რატომ უნდა იყოს ნარკოტიკები მათთვის ლეგალური. ბევრი რამეც არ მოგვეწონა და დასაცინიც დაიცინა. ახლა, სერიოზულად დავფიქრდეთ.
შევთანხმდეთ იმაზე რომ ნარკოტიკები ცუდია. ამაზე აღარ დავწერ და პირდაპირ გავაგრძელებ. რა საფრთხეს შეიცავს მისი დეკრიმინალიზაცია. მოგწონს თუ არა, ეს გადაწყვეტილებაც ჩვენი მისაღებია, და ფიქრის გარეშე არ მგონია სწორ დასკვნამდე მივიდეთ. ჩემი აზრით, ნარკოტიკების ლეგალიზაციაც და დეკრიმინალიზაციაც დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის. მაგრამ არც ის მინდა რომ ხალხი ვინც კაიფობს და მკვლელი ერთ ადგილას ერთნაირი ვადით იხდიდეს სასჯელს.
უნდა შეიცვალოს ის ნარატივი, თითქოს მარტო კაიფია ცხოვრება. მითუმეტეს ახალგაზრდებში. რა სისულელეა?! ნარკოტიკი სასმელი ხომ არ არის დალიო და მეორე დღეს აღარ დალიო? მიჩვეევას იწვევს და ანადგურებს ცხოვრებას. ახალგაზრდობა დაიღუპება ახლა თუ არ დავდექით სწორ გზაზე. ტყუილია, რომ ფერადი და ლამაზი ვერ იქნები უნარკოტიკოდ.
მოკლედ, მესმის რომ ამ ბოლო დღეებში ბევრ კორკოტასთან გადაიკვეთა ჩვენი შეხედულებები, მაგრამ რას ვიზავთ მეგორებო. ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ და ძნელია ჩვენი მასეთი ტეხნიკებით მანიპულირება. სულ გვიკიდა სად ვისთავ ვიკვეთებით. დასაჯმელს უნდა დაეჯვას. საღი აზრი უნდა გავიდეს წინ.
წარმატებები