კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ უფროსი კონტროლიორი მ.ო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დღეს დააკავეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მ.ო.-მ პირადი გამორჩენის მიზნით ერთ-ერთ მოქალაქეს ფართი მიაქირავა, მან 1 000 ლარი აიღო, მაგრამ ხელშეკრულება არ გააფორმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე გამოძიება სსკ-ის 221–ე მუხლით დაიწყო
ახალქალაქის მერიის შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზარი“ 2014 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა მ.ო. უფროსი კონტროლიორის პოზიციას 2017 წლიდან იკავებდა.
http://2020news.ge/2018/05/16/%e1%83%90%e1...83%90%e1%83%96/დეპუტატებმა ყოველთვე 5000 ლარზე მეტი აიღეს ისე რომ ქვეყნისთვის და ხალხისთვის ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, მერე?