DRAKONI
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7360
წევრი No.: 46946
რეგისტრ.: 15-November 07
|
#52712369 · 14 May 2018, 14:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
13 მაისი, გვიანი საღამო, ქართველების უმრავლესობა იქ არ არის, შორიდან, ტელევიზიით ან ინტერნეტით აკვირდება მოვლენებს. თითქოს ქვეყნის ბედი წყდებოდეს, ყველა სულგანაბული ელოდება როდის დამთავრდება, შედეგი რა იქნება.
შედეგმა ზოგი გაახარა, გამარჯვებად ჩათვალა, ზოგიც დააფიქრა. რა იყო ეს? რას ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მოხდილი ბოდიში?
13 მაისი, გვიანი საღამო, ქართველების უმრავლესობა იქ არ არის, შორიდან, ტელევიზიით (მაშინ ინტერნეტი არ იყო) აკვირდება მოვლენებს. თითქოს ქვეყნის ბედი წყდებოდეს, ყველა სულგანაბული ელოდება როდის დამთავრდება, შედეგი რა იქნება.
ამ ორ თარიღს ზუსტად 37 წელი აშორებს ერთმანეთს, ჩვენი 37 წელი.
მაშინ, შორეულ 1981 წელს, ხალხი ბედნიერი იყო მსაჯის ფინალური სასტვენის შემდეგ - ეთნიკურად ქართველებმა, ოსებმა (გუცაევი) და აფხაზებმა (დარასელია) ევროპის საფეხბურთო ბასიანი მოიგეს. ღამით გაავსეს დინამოს სტადიონი ქართველებმა, ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ულოცავდნენ გახარებულები, თუმცა, მათ არ იცოდნენ რა მოხდებოდა მომდევნო 37 წლის განმავლობაში.
შემდეგ კი ის მოხდა, რომ 27 წელია ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო ვერ შეიქმნა. ეს ტერიტორიაც მცირდება რაოდენობრივად (2008) და ხარისხობრივად (განუწყვეტლივ). სახელმწიფოს არშექმნაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, უკლებლივ ყველამ, გამსახურდიადან დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული. (რა თქმა უნდა,ქვეყნის მთავარი მტრების, შევარდნაძის და სააკაშვილის ჩათვლით).
რომელი ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის მინისტრი მოიხდის ბოდიშს სწორედ, კანონის დაცვით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც ჩატარდა ძალადობის გარეშე, დაშავებულების და დაპატიმრებების გარეშე? (კლუბებში ოპერაციას ვგულისხმობ)
როდემდე უნდა ტრიალებდეს ეს თემა ტელევიზიებში, მასმედიაში, სოციალურ ქსელებში? ხო შევთანხმდით რომ არ დაიჭირონ მარიხუანას მომხმარებლები (მოხდეს დეკრიმინალიზაცია მხოლოდ მარიხუანის) დიდ რაოდენობაზე იყოს ჯარიმა. ყველა დანარჩენი ნარკოტიკი იყოს დასჯადი, რა არის აქ გაუგებარი?
რომელ ქვეყანაშია ნარკოტიკი ლეგალიზებული? იცით რას ნიშნავს ლეგალიზაცია? მაგალითად კარტოფილის მოყვანა, შენახვა, მოხმარება არის ლეგალური, არავინ გკითხავს რატომ მოიყვანე და სად მიგაქვს, და არ აგიწონის რამდენი გრამიაო. რომელ ქვეყანაშია ისეთივე მიდგომა ნარკოტიკის მიმართ, როგორც კარტოფილის მიმართ? (სინამდვილეში არსებობს ერთი ასეთი ქვეყანა, მაგრამ აქ არ დავასახელებ)
აქციაზე, რომელზეც ვერავინ გაიგო რას ითხოვდნენ, მიდის შს მინისტრი და ბოდიშს იხდის იმის გამო, რაც არ მომხდარა, აი რა მოხდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ეძახიან.
ნუთუ ასეთი მომენტები ყველა ერის ისტორიაშია? ყოველთვის დიუსელდორფს "ბასიანი" უდა მოყვეს?
ეხლა ჯერ ფიქრის დროა, რა მოხდა. უნდა იფიქროს ხალხმაც და მთავრობამაც. უნდა ვიფიქროთ და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, მეორე 27 წელს ჩვენი ტერიტორია ვეღარ გაუძლებს, ისედაც ცუდი პროგნოზი აქვს 2050 წლისათვის გაეროდან.
ერი, რომელიც ევროპაში სპორტში ლიდერობიდან ნარკოლიდერობამდე ეცემა, ალბათ ვერ გადარჩება, დიუსელდორფს და "ბასიანს" შეიძლება ვატერლოო მოყვეს.
|